ვარჯიშის ჩანაწერები
საიჯარო გადასახადის ჩანაწერი გეხმარებათ მარტივად ადევნოთ თვალყური საიჯარო გადახდებს. თუ თქვენ წარმოადგენთ მეიჯარეს, უძრავი ქონების მფლობელს ან უძრავი ქონების მენეჯერს, ექსპერტულად მართეთ ქირის გადახდის ინფორმაცია და მოიჯარეს საკონტაქტო დეტალები პროფესიონალურ ონლაინ მონაცემთა ბაზაში Jotform-ის უფასო ქირის გადახდის ჩანაწერის შაბლონის გამოყენებით. მარტივად შეიტანეთ თქვენი ქირის გადახდის ინფორმაცია ხელით, ატვირთეთ არსებული მონაცემები CSV ან Excel ფაილის სახით ან გამოიყენეთ ონლაინ ფორმა რათა ავტომატურად განაახლოთ თქვენი ცხრილი. მოარგეთ მოცემული ქირის გადახდის ჩანაწერების ცხრილი თქვენს მოთხოვნებს - დაამატეთ სვეტები, ფერადი იარლიყები და განაცალკევეთ ინფორმაცია სხვადასხვა ჩანართებში. წარმოადგინეთ მონაცემები ელექტრონული ცხრილის, ბარათის და კალენდარის სახით რათა იხილოთ თქვენი გადახდის ინფორმაცია მოიჯარეს პროფილის ან გადახდის თარიღის მიხედვით - ან თუნდაც გამოიყენეთ ჩვენი ფორმულა და გამოთვლები რათა ავტომატურად გამოითვალოთ ჯამური ოდენობები.
უძრავი ქონებამოხალისის საათების ჩანაწერების ცხრილი გამოიყენება რათა თვალყური ადევნოთ საქველმოქმედო ან არაკომერციული ორგანიზაციის მოხალისეების ინფორმაციას და თითოეული მოხალისის აქტივობების დეტალებს. თქვენ გჭირდებათ მხოლოდ შეავსოთ თანდართული მოხალისის საათების ჩანაწერის ფორმა ან ატვირთოთ არსებული CSV ან Excel ფაილები რათა შეინახოთ თქვენი მოხალისეების საათების ინფორმაცია ერთი სივრცის ქვეშ. თვალყური ადევნეთ საათებს, საკონტაქტო დეტალებს, აქტივობების აღწერას და მრავალი სხვა. თქვენ შეგიძლიათ იხილოთ თქვენი ინფორმაცია ელექტრონული ცხრილის, ბარათის ან კალენდარის სახით, ასევე განაახლოთ სვეტები, გადაანაწილოთ ინფორმაცია სხვადასხვა ჩანართებში ან დაამატოთ ფერადი იარლიყები. გააუმჯობესეთ თქვენი მოხალისეების ინფორმაციის მართვის სისტემა და დააჩქარეთ სამუშაო პროცესი - დაზოგეთ დრო და ძალისხმევა.
არაკომერციული ორგანიზაციებისათვისარ აქვს მნიშვნელობა თუ რა მიზნით დარბიხართ - იქნება ეს გამაჯანსაღებელი სირბილი, წონის კლება ან მარათონისათვის მომზადება - ჩაიწერეთ მანძილები და დროები Jotform-ის უფასო სირბილის ჩანაწერების შაბლონის გამოყენებით! მარტივად შეიტანეთ დეტალები როგორიცაა კილომეტრები, დრო, პულსის სიხშირე, დამწვარი კალორიები და მრავალი სხვა ელექტრონულ ცხრილში. თქვენ შეგეძლებათ მარტივად ადევნოთ თვალყური თქცენს პროგრესსა და მიღწევებს ნებისმიერი მოწყობილობიდან - თუნდაც ინტერნეტის გარეშე! მოარგეთ თქვენი სირბილის ჩანაწერები რამოდენიმე მარტივი კლიკით. აიღეთ და ჩასვით სასურველი ელემენტები, გადანაცვლეთ რიგები და სვეტები, შეცვალეთ იარლიყები და ფერები, დაამატეთ ახალი ჩანართები რათა გადაანაწილოთ ვარჯიშები სხვადასხვა ტიპებად. როგორც კი მორჩებით, თქვენ შეგეძლებათ იხილოთ თქვენი ჩანაწერები ნებისმიერი კომპიუტერის ან მობილური მოწყობილობის გამოყენებით - გადმოწეროთ PDF-ის, CSV ან Excel ფაილის სახით, დაბეჭდოთ და გააზიაროთ ერთი კლიკით.
ჩანაწერის ცხრილებითავის ტკივილის ჩანაწერები გამოიყენება პერიოდული თავის ტკივილის სიხშირისა და სიმწვავის ჩასაწერეად რათა მარტივად მოხდეს გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება და მკურნალობის გაუმჯობესება. თუ თქვენ ხშირად გაწუხებთ თავის ტკივილი ან შაკიკი, შექმენით ჩანაწერები ჩვენი უფასო შაბლონის გამოყენებით და დაემშვიდობეთ მუდმივ ტკივილს. თქვენ გჭირდებათ მხოლოდ შეიყვანოთ დეტალები თითოეული თავის ტკივილის შესახებ თქვენი დესკტოპ ან მობილური მოწყობილობის გამოყენებით და თქვენი ინფორმაცია უსაფრთხოდ შეინახება თქვენს Jotform ანგარიშში. ერთი მარტივი კლიკით, თქვენ შეგიძლიათ გააზიაროთ ან დაბეჭდოთ ჩანაწერები რათა აჩვენოთ თქვენს ექიმს და დაადგინოთ თქვენი ქრონიკული შაკიკის გამომწვევი მიზეზები. მოარგეთ თქვენი თავის ტკივილის ჩანაწერები თქვენს ყოველდღიურ საჭიროებებს - დაამატეთ სვეტები, რიგები, იარლიყები და ჩანართები. თუ თქვენ ხართ ნევროპათოლოგი ან შაკიკის სპეციალისტი, შექმენით თავის ტკივილის სიმპტომების ფორმა რათა თქვენმა პაციენტებმა მარტივად გაგიზიაროთ თავიანთი თავის ტკივილის დეტალები. ფორმის მონაცემები ავტომატურად აისახება თქვენს ელექტრონულ ცხრილზე, რაც საშუალებას გაძლევთ ერთდროულად მართოთ მრავალი პაციენტის ინფორმაცია.
ჩანაწერის ცხრილებიკოვიდ 19-ის ჩანაწერების ცხრილი გამოიყენება ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ რათა თვალყური ადევნოთ ვიზიტორებს, გაამარტივოთ კონტაქტების დადგენა და შეამციროთ კოვიდ 19-ის გავრცელება. აწარმოეთ ვიზიტორების დეტალური ჩანაწერები Jotform-ის უფასო კოვიდ 19-ის ჩანაწერების უფასო ცხრილის გამოყენებით. შეავსეთ ცხრილი ხელით ან შეიტანეთ ინფორმაცია კოვიდ 19-ის პერსონალისა და ვიზიტორების ჩანაწერების ფორმაში. ფორმის მონაცემები ავტომატურად აისახება თქვენს ონლაინ ცხრილზე რათა მარტივად იხილოთ და გააზიაროთ ნებისმიერი მოწყობილობიდან. გსურთ ცვლილებების შეტანა მოცემულ შაბლონზე? ჩვენი მეგობრული პლატფორმა საშუალებას გაძლევთ შეცვალოთ განლაგება, დაამატოთ რიგები და სვეტები, გაანაწილოთ ინფორმაცია სხვადასხა ჩანართებში და მრავალი სხვა. თქვენ ასევე შეგიძლიათ იხილოთ მონაცემები ელექტრონული ცხრილის, კალენდარის და ბარათების სახით რათა უფრო მარტივად იპოვოთ ყველა საჭირო ინფორმაცია. დაემშვიდობეთ ქაღალდის ფორმებს და გახდით მეტად ეფექტური ჩვენი კოვიდ 19-ის ჩანაწერების უფასო ცხრილის გამოყენებით.
ჯანდაცვა