Proposal Templates

3 შაბლონები

საგრანტო პროექტის განაცხადი

საგრანტო პროექტის განაცხადი წარმოადგენს ფორმალურ დოკუმენტს რომელიც გამოიყენება სუბსიდირების, დაფინანსების ან კაპიტალდაბანდების მოთხოვნის განაცხადის წარსადგენად. მნიშვნელოვანია დოკუმენტი იყოს მაქსიმალურად ზუსტი, უშეცდომო და პირდაპირი, ვინაიდან ინვესტორები სწორედ აღნიშნულ დოკუმენტზე დაყრდნობით გადაწყვეტენ დააკმაყოფილებენ თუ არა თქვენს მოთხოვნას. კარგი საგრანტო განაცხადი უნდა მოიცავდეს პროექტის მიზნებს, ორგანიზაციის ინფორმაციას და თანხის ოდენობას რომელიც დაეხმარება მათ წარმატების მიღწევაში. მოცემული პროფესიონალური ვიზუალის მქონე საგრანტო განაცხადი წარმოადგენს ინფორმაციას თქვენი კომპანიის, პროექტის, მიზნებისა და ამოცანების, ბიუჯეტისა და დროის განრიგის შესახებ. მოცემული განაცხადის დოკუმენტი ასევე წარმოაჩენს კომპანიის მისიასა და ხედვას. შაბლონს ასევე აქვს ელექტრონული ხელმოწერის ვიჯეტი, რათა მარტივად მიიღოთ იურიდიული სტატუსის ხელმოწერები.

მშენებლობის პროექტის შაბლონი

სამშენებლო წინადადების PDF შაბლონი მოიცავს ყველა ძირითად ელემენტს, მათ შორის მშენებლობის დეტალებს და თანდართულ წერილს, ასევე დახვეწილ დიზაინს რათა წარუდგინოთ პოტენციურ კლიენტებს.

მობილური აპლიკაციის შექმნის განაცáƒáƒá

მოცემული მობილური აპლიკაციის შექმნის განაცხადის გამოყენებით, თქვენ მარტივად შეგიძლიათ აჩვენოთ კლიენტებს თუ რატომ უნდა განდოთ მასშტაბური აპლიკაციის პროექტები. პროფესიონალური და დახვეწილი განაცხადის შაბლონი წარმოადგენს კომპანიის შესავალს, კომპანიის მიმოხილვას, დეველოპმენტის პროცესს, შეთავაზებულ სერვისებს, პროექტის დეტალებს და ვადებს. თქვენ დეტალურად შეგიძლიათ აჩვენოთ თუ რა ეტაპებს გადის პროექტი დასრულებამდე - კვლევა და ანალიზი, საწყისი მოდელის შექმნა, კლიენტის და სერვერის მხარის ტექნოლოგიის შექმნა, ტესტირება, საცდელი და საბოლოო ვერსიის გაშვება. შაბლონი ასევე წარმოადგენს პროექტის აღწერას და სავარაუდო ფასს.

About Proposal Templates

წუთებში შექმენით შეთავაზების, განაცხადის, წინადადების შეტანის იდეალური ფორმები JotForm-ის PDF შაბლონების გამოყენებით. არ აქვს მნიშვნელობა გჭირდებათ ბიზნეს განაცხადი, ფასის შეთავაზება ან პროექტის გეგმის წარდგენა, მოცემული უფასო შაბლონები დაგეხმარებათ შექმნათ დახვეწილი განაცხადი რომელიც მოიცავს ყველა საკვანძო ინფორმაციას დასახული ამოცანების, სტრატეგიისა და ბიუჯეტის შესახებ. გამოგზავნილი მონაცემები ავტომატურად გარდაიქმნება PDF დოკუმენტებად, რათა მარტივად დაბეჭდოთ და წარადგინოთ.

მოარგეთ თქვენი განაცხადი თქვენს კომპანიას ან პოტენციურ კლიენტებს Jotform-ის PDF რედაქტორის გამოყენებით. თუ გსურთ ნოლიდან დაწყება, თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ დააგენერიროთ სასურველი განაცხადი სრულიად უფასოდ! ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენ შეგეძლებათ სურვილისამებრ დაარედაქტიროთ თქვენი განაცხადის შაბლონი - დაამატოთ სასურველი ველები, შეცვალოთ ფონტები და ფერები. Jotform ამარტივებს განაცხადის შეტანის პროცესს, ასე რომ მარტივად დაზოგავთ ღირებულ დროსა და ძალისხმევას.

ხშირად დასმული კითხვები

რა არის განაცხადი?

განაცხადი ან წინადადება არის ფორმალური შეთავაზება, რომელიც იწერება პოტენციური კლიენტის კონკრეტული მოთხოვნის ან ხელსაყრელი შესაძლებლობის საპასუხოდ. როგორც სახელი მიუთითებს, ის სთავაზობს კლიენტის პრობლემის გადაჭრის უნიკალურ იდეას ან გადაწყვეტილებას. განაცხადის შეფასება ხდება კლიენტის მოლოდინებზე მიზნების, დროის განრიგისა და ბიუჯეტის მიმართ.

რა სახის განაცხადები არსებობს?

გაყიდვების განაცხადებით დაწყებული სამშენებლო წინადადებებით დამთავრებული - განაცხადები იწერება ნებისმიერი დანიშნულებით და ინდუსტრიისათვის. ყველაზე ცნობილი ტიპის განაცხადებია საგრანტო განაცხადი, შეთავაზება დაფინანსების შესახებ, კვლევის წარდგენა და მრავალი სხვა.

რა უნდა დავურთო ჩემს განაცხადს?

ჩვენი განაცხადის უფასო შაბლონები უკვე მოიცავს ყველა საჭირო ელემენტს. განაცხადებზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, წაიკითხეთ ჩვენი სტატია.

როგორ დავწერო ეფექტური ბიზნეს განაცხადი?

წარმატებული განაცხადის შესაქმნელად კარგი იდეა არ არის საკმარისი. ამიტომაც აუცილებლად იხილეთ საუკეთესო რჩევები თუ როგორ უნდა დაწეროთ საუკეთესო განაცხადი.

რა განასხვავებს განაცხადს ხარჯთაღრიცხვის, ფასის დაანგარიშების, ფასის შეთავაზების ან ბიზნეს გეგმის დოკუმენტისგან?

ხარჯთაღრიცხვის, ფასის დაანგარიშების, ფასის შეთავაზების დოკუმენტისგან განსხვავებით, გარდა პროექტის ან მომსახურების კონკრეტული ღირებულებისა განაცხადები მოიცავს დამატებით ინფორმაციას. განაცხადი უზრუნველყოფს მიმდინარე სამუშაოების დეტალურ ახსნა-განმარტებას, ასევე პროექტის მასშტაბების დეტალებს, დასახულ ეტაპებს, ვადებს და ბიუჯეტს.

ბიზნეს გეგმა და ბიზნეს განაცხადი შეიძლება აღიქმებოდეს როგორც ერთი და იგივე დოკუმენტი, მიუხედავად ამისა ერთი ფოკუსირდება კომპანიის შიდა ოპერაციებზე, მაშინ როცა მეორე მათგანი ცდილობს სხვა კომპანიასთან ბიზნეს ურთიერთობის დამყარებას. ბიზნეს გეგმა, დაწერილი ინვესტორისგან ფულადი სახსრების მიღების მიზნით, აჯამებს კომპანიის საერთო მიზნებსა და ამოცანებს. მეორე მხრივ, ბიზნეს განაცხადი ფოკუსირდება პოტენციური კლიენტის კონკრეტულ პროექტზე ან სერვისზე.

Can a proposal become a contract?

იმისათვის რომ დოკუმენტი იქცეს სამართლებრივი საფუძვლების მქონე დოკუმენტად, ის უნდა მოიცავდეს შეთავაზებას, განხილვას და თანხმობას. შესაძლებელია გამოიყენოთ განაცხადი როგორც კონტრაქტის საფუძველი, მაგრამ როგორც წესი ეს საჭიროებს მხოლოდ კლიენტის ხელმოწერას, მაშინ როცა კონტრაქტი მოითხოვს ყველა მონაწილე მხარის ხელმოწერას.

ხელმოწერილი განაცხადი შეიძლება გახდეს კონტრაქტი მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის მოიცავს ხელმოწერებს თითოეული მონაწილე მხარისგან და ხელშეკრულების ენას, როგორიცაა წესები და პირობები. თუმცა, უკეთესია გქონდეთ განაცხადისგან განცალკევებული კონტრაქტი იმ შემთხვევისათვის თუ კლიენტი არ დაეთანხმება თქვენს წინადადებას და მოითხოვს ახალ დოკუმენტს რომელიც მოიცავს გარიგების შედეგად შეთანხმებულ წესებსა და პირობებს. თუ თქვენ გჭირდებათ ინსპირაცია თქვენი კონტრაქტისათვის, ჩვენ გირჩევთ დაათვალიეროთ ჩვენი კონტრაქტის უფასო PDF შაბლონები.

მოცემული შაბლონები ატარებენ სარეკომენდაციო ხასიათს. თუ თქვენ იყენეთ ფორმას კონტრაქტის სახით, ან აპირებთ პერსონალური ინფორმაციის შეგროვებას ან ნებისმიერი სხვა სახის იურიდიულ შედეგებთან შემხებლობას, ჩვენ გირჩევთ შეიტანოთ საჭირო ცვლილებები რათა უზრუნველყოთ ყველა სათანადო სამართლებრივ ნორმებთან შესაბამისობა.