Confirmation Letter Templates
About Confirmation Letter Templates
არ აქვს მნიშნელობა ხართ დამსაქმებელი რომელიც ესალმება ახალ თანამშრომელს, კერძო ექიმი რომელიც ახდენს ვიზიტის დაჯავშნას ან ონლაინ მაღაზიის მფლობელი რომელიც ამოწმებს შესყიდვას, თქვენ გჭირდებათ დაადასტუროთ სათანადო დეტალები სათანადო ხალხთან. როდესაც თქვენ გზავნით დადასტურების წერილებს, კლიენტები უფრო მეტად გენდობიან რადგან თქვენ აჩვენებთ მათი განაცხადის, შეკვეთის ან გადახდის მიღებას.
როდესაც მომხმარებლები აგზავნიან თქვენს ონლაინ ფორმებს, მათ სურთ იცოდნენ მოხდა თუ არა თავიანთი ინფორმაციის წარმატებით მიღება. რას იტყოდით ფუნქციონალზე რომელიც ავტომატურად აქცევს გამოგზავნილ მონაცემებს დადასტურების წერილებად, რომლის ნახვაც მომხმარებლებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს?
Jotform-თან ერთად, თქვენ შეგიძლიათ გამაართოთ ფორმები რათა მომენტალურად გააგზავნოთ დადასტურების წერილები PDF-ების სახით, რომლის გახსნაც შესაძლებელია ნებისმიერი მოწყობილობიდან. თქვენ გჭირდებათ მხოლოდ დადასტურების წერილის PDF შაბლონებიდან სასურველის არჩევა და თქვენი არსებული ფორმის შესაბამისად მორგება. Jotform-ის PDF რედაქტორის გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ მარტივად გადააკეთოთ შაბლონის განლაგება, შეცვალოთ ფორმის ველები, ან პერსონალური ვიზუალისათვის დაამატოთ თქვენი კომპანიის ლოგო.
როგორც კი შექმნით დადასტურების წერილის შაბლონს, რომელიც იდეალურად ერგება თქვენს ბიზნესს, თქვენ შეგიძლიათ დააყენოთ ავტომოპასუხე იმეილები PDF დანართებთან ერთად. როდესაც ვინმე შეავსებს თქვენს ონლაინ ფორმას, Jotform ავტომატურად გაუგზავნის თავიანთ ინფორმაციას თქვენ მიერ შექმნილი PDF დოკუმენტის სახით.
მოცემული შაბლონები ატარებენ სარეკომენდაციო ხასიათს. თუ თქვენ იყენეთ ფორმას კონტრაქტის სახით, ან აპირებთ პერსონალური ინფორმაციის შეგროვებას ან ნებისმიერი სხვა სახის იურიდიულ შედეგებთან შემხებლობას, ჩვენ გირჩევთ შეიტანოთ საჭირო ცვლილებები რათა უზრუნველყოთ ყველა სათანადო სამართლებრივ ნორმებთან შესაბამისობა.