როგორ გავაუმჯობესო ჩემი ფასიანი პაკეტი

16 იანვარი, 2023

Jotform გთავაზობთ რამოდენიმე განსხვავებულ ფასიან პაკეტს. თუ გსურთ გაზარდოთ თქვენი გამოგზავნების, შენახვის ან გადახდის ლიმიტების გაზრდა, მოცემული გიდი დაგეხმარებათ აირჩიოთ სასურველი პაკეტი და გადაიხადოთ ღირებულება.

უფასო ანგარიშები

თუ თქვენ სარგებლობთ უფასო ანგარიშით, განსაზღვრეთ ფორმის რეგულარული გამოგზავნების, გადახდის გამოგზავნების, ფაილის შენახვის მოცულობის, და ფორმების საჭირო რაოდენობა – ვინაიდან ესენია თითოეული პაკეტის მთავარი ლიმიტი. თუ გჭირდებათ ყოველთვიურად ფორმის 100-ზე მეტი, მაგრამ 1,000-ზე ნაკლები გამოგზავნა, ბრინჯაოს პაკეტი საკმარისი იქნება თქვენთვის. მაგრამ, თუ თქვენ გჭირდებათ 25-ზე მეტი ფორმის შექმნა, ვერცხლის პაკეტი იქნება უკეთესი არჩევანი.

ანგარიშის გამოყენებისა და ლიმიტების შესახებ დამატებით ინფორმაციისათვის, ეწვიეთ მოცემულ გიდს: თქვენი ანგარიშის გამოყენებისა და ლიმიტების გაგება

უფასო პაკეტის გასაუმჯობესებლად, მიჰყევით მოცემულ ნაბიჯებს:

  1. ნავიგაციის მენიუზე დააკლიკეთ ფასების ლინკს ან მიიტანეთ მაუსი თქვენი ანგარიშის მენიუზე, და დააკლიკეთ თქვენი გეგმის გაუმჯობესებას როგორც ნაჩვენებია ქვემოთ:
როგორ გავაუმჯობესო ჩემი ფასიანი პაკეტი Image-1

ორივე ვარიანტი გადაგამისამართებთ ფასების გვერდზე.

ალტერნატიულად, თქვენ შეგიძლიათ დააკლიკოთ თქვენს მომხმარებლის სახელს რათა გადახვიდეთ თქვენი ანგარიშის პარამეტრებზე და შემდეგ დააკლიკოთ გაუმჯობესების ჩანართს.

როგორ გავაუმჯობესო ჩემი ფასიანი პაკეტი Image-2
  1. გაუმჯობესების/ფასების გვერდზე, თქვენ შეგიძლიათ იხილოთ თითოეული პაკეტის ლიმიტები. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი პაკეტი და დააკლიკეთ მის ქვემოთ მოცემულ ღილაკს გაუმჯობესება.
როგორ გავაუმჯობესო ჩემი ფასიანი პაკეტი Image-3
  1. გამოჩნდება პოპ-აპ ფანჯარა, სადაც შეგიძლიათ აირჩიოთ გადახდის ციკლი და გადახდის სასურველი მეთოდი: საკრედიტო/სადებეტო ბარათი ან PayPal. ქვემოთ მოცემულია ბრინჯაოს პაკეტის მაგალითი:
როგორ გავაუმჯობესო ჩემი ფასიანი პაკეტი Image-4

საკრედიტო/სადებეტო ბარათის არჩევისას უნდა შეიყვანოთ თქვენი ბარათის დეტალები.

როგორ გავაუმჯობესო ჩემი ფასიანი პაკეტი Image-5

PayPal-ის არჩევისას მოხდება PayPal-ის გადახდის გვერდზე გადამისამართება. თქვენ უნდა დაასრულოთ გადახდა აღნიშნულ გვერდზე, სხვა შემთხვევაში გადახდა იქნება წარუმატებელი.

ფასიანი ანგარიშის პაკეტის გასაუმჯობესებლად, საჭიროა მხოლოდ აირჩიოთ ახალი პაკეტი, და ჩვენი გადახდის სისტემა ავტომატურად დაამუშავებს გადახდას. მაგრამ თუ თქვენი არსებული ფასიანი პაკეტის საფასური გადახდილია PayPal-ის გამოყენებით, რეკომენდირებულია არსებული გამოწერის გაუქმება სანამ გადახვალთ ახალ პაკეტზე.

გაითვალისწინეთ რომ ჩვენი ყველა ფასიანი პაკეტი არის პერიოდული გამოწერის სერვისი, რაც გულისხმობს იმას რომ თქვენ ავტომატურად ჩამოგეჭრებათ სერვისის საფასური პაკეტის ვადის ამოწურვის შემდეგ, სანამ არ გააუქმებთ მას.

დაუკავშირდით მხარდაჭერის გუნდს:

ჩვენი მხარდაჭერის გუნდი ხელმისაწვდომია 24/7 და პასუხის საშუალო დრო შეადგენს ერთიდან ორ საათამდე პერიოდს.
დაგვიკავშირდით

მხარდაჭერის ფორუმი: https://www.jotform.com/answers/

დაუკავშირდით მხარდაჭერის გუნდს: https://www.jotform.com/contact/

კომენტარის გაგზავნა:

Jotform Avatar
This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.

Podo Comment იყავით პირველი ვინც დააკომენტარებს.