საკონტაქტო ფორმის თქვენს Facebook გვერდზე დამატება

2 იანვარი, 2024

Jotform-ის გამოყენებით თქვენი საკონტაქტო ფორმის თქვენს Facebook გვერდზე დამატება საკმაოდ სწრაფი და მარტივია.

Youtube Embed Poster: 6KyKvKRkIt8

შენიშნვა: დაწყებამდე დარწმუნდით რომ თქვენს Facebook გვერდს ჰყავს სულ მცირე 2000 ფანი მაინც. Facebook-ის წესების მიხედვით: “გვერდის ჩანარჩების ფუნქციონალი ხელმისაწვდომია მხოლოდ გვერდებისათვის რომელთაც ჰყავთ 2000 ან მეტი ფანი ან ხდება მართვა თეთრ სიაში არსებული აპლიკაციების მიერ”.

დარეგისტრირდით Jotform-ზე რათა შეძლოთ ფორმების თქვენს Facebook გვერდზე დამატება.

მას შემდეგ რაც შექმნით სასურველ ფორმას ფორმის მშენებლის გამოყენებით, მიჰყევით მოცემულ ნაბიჯებს:

1. დააკლიკეთ ზედა მენიუზე მოცემულ გამოქვეყნებას.

2. დააკლიკეთ მარცხენა პანელზე მოცემულ პლატფორმებს.

3. აირჩიეთ Facebook.

საკონტაქტო ფორმის თქვენს Facebook გვერდზე დამატება Image-1

4. დააკლიკეთ Jotform-ის ჩანართის დამატების ღილაკს.

საკონტაქტო ფორმის თქვენს Facebook გვერდზე დამატება Image-2

5. გამოჩნდება პოპ-აპ ფანჯარა და მოგიწევთ თქვენს Facebook ანგარიშში შესვლა.

საკონტაქტო ფორმის თქვენს Facebook გვერდზე დამატება Image-3

6. თქვენს Facebook-ში შესვლის შემდეგ, გამოჩნდება გვერდის ჩანართის დამატების ფანჯარა, და თქვენ გექნებათ შესაძლებლობა აირჩიოთ სასურველი Facebook გვერდი რომლისთვისაც გსურთ თქვენი ფორმის დამატება. გვერდის არჩევის შემდეგ, დააკლიკეთ გვერდის ჩანართის დამატების ღილაკს.

საკონტაქტო ფორმის თქვენს Facebook გვერდზე დამატება Image-4

7. მას შემდეგ რაც წარმატებით დაამატებთ თქვენს ფორმას თქვენს Facebook გვერდს, გამოჩნდება თქვენს გვერდზე გადასვლის ლინკი. ჩანართზე წვდომის მისაღებად დააკლიკეთ ლინკს.

საკონტაქტო ფორმის თქვენს Facebook გვერდზე დამატება Image-5

8. თქვენს Facebook გვერდზე, თქვენ იხილავთ ჩანართს დაგვიკავშირდით. დააჭირეთ რათა იხილოთ თქვენი ფორმა.

საკონტაქტო ფორმის თქვენს Facebook გვერდზე დამატება Image-6

როგორ შევცალო ჩანართის სათაური

ა. თქვენს Facebook გვერდზე, დააკლიკეთ პარამეტრებს ზედა მარჯვენა კუთხეში.

ბ. დააკლიკეთ შაბლონები და ჩანართები.

საკონტაქტო ფორმის თქვენს Facebook გვერდზე დამატება Image-7

გ. ჩასქროლეთ ქვედა ნაწილში და დააკლიკეთ პარამეტრებს რომელიც მოცემულია დაკავშირების ჩანართის ქვემოთ.

საკონტაქტო ფორმის თქვენს Facebook გვერდზე დამატება Image-8

დ. დააკლიკეთ პარამეტრების რედაქტირების ლინკს:

საკონტაქტო ფორმის თქვენს Facebook გვერდზე დამატება Image-9

ე. შეიყვანეთ თქვენთვის სასურველი სახელი. დააკლიკეთ შენახვის ღილაკს. გასასვლელად დააჭირეთ Okay-ს.

საკონტაქტო ფორმის თქვენს Facebook გვერდზე დამატება Image-10

როგორ შევცვალო ფორმა ჩემს Facebook გვერდზე

თუ თქვენ გსურთ ფორმის შეცვლა, თქვენ ეს შეგიძლიათ გვერდის ჩანართის/აპლიკაციის გვერდიდან. თუ თქვენ შესული ხართ თქვენს ანგარიშში, თქვენ იხილავთ კბილანას (პარამეტრების) ხატულას მარცხენა მხარეს. უბრალოდ დააკლიკეთ და აირჩიეთ სასურველი ფორმა სიიდან.

საკონტაქტო ფორმის თქვენს Facebook გვერდზე დამატება Image-11

როგორ წავშალო ფორმა Facebook გვერდიდან

1. გადადით თქვენს Facebook გვერდზე.

2. დააკლიკეთ პარამეტრებს, შემდეგ შაბლონებს და ჩანართებს.

საკონტაქტო ფორმის თქვენს Facebook გვერდზე დამატება Image-7

3. მოძებნეთ ჩანართი დაგვიკავშირდით და გამორთეთის, შემდეგ დააკლიკეთ შენახვის ღილაკს რათა შეინახოთ ცვლილებები.

საკონტაქტო ფორმის თქვენს Facebook გვერდზე დამატება Image-13

მნიშვნელოვანია: Facebook ჩანართები არ მუშაობს მობილურებში. Facebook-ს ჯერ არ დაუნერგავს აღნიშნული ფუნქციონალი. ის იმუშავებს იდეალურად თუ თქვენ ეწვევით გვერდს დესკტოპ მოწყობილობის გამოყენებით.

მოცემულ გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ დისკუსია Facebook-ის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული პოზიციის შესახებ.

ესეც ასე! თუ გაქვთ რაიმე კითხხვა მოცემულ გიდთან დაკავშირებით ან გაქვთ რაიმე პრობლემა როდესაც ამატებთ Jotform-ს თქვენს Facebook გვერდს, გთხოვთ გვაცნობეთ კომენტარის სახით ქვემოთ ან დაგვიკავშირდით  მხარდაჭერის ფორუმის  გამოყენებით.

არ დაგიწყიათ თქვენი ფორმის შექმნა? ეწვიეთ ჩვენს საკონტაქტო ფორმის გენერატორის გვერდს.

დაუკავშირდით მხარდაჭერის გუნდს:

ჩვენი მხარდაჭერის გუნდი ხელმისაწვდომია 24/7 და პასუხის საშუალო დრო შეადგენს ერთიდან ორ საათამდე პერიოდს.
დაგვიკავშირდით

მხარდაჭერის ფორუმი: https://www.jotform.com/answers/

დაუკავშირდით მხარდაჭერის გუნდს: https://www.jotform.com/contact/

კომენტარის გაგზავნა:

Jotform Avatar
This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.

Podo Comment იყავით პირველი ვინც დააკომენტარებს.