თქვენ შესაძლოა გჭირდებათ შეაგროვოთ GPS კოორდინატები ფორმებზე როგორიცაა ინციდენტის მოხსენებები, შეკვეთის მიტანის ფორმები და მრავალი სხვა. თქვენ ახლა შეგიძლიათ ამის გაკეთება Jotform მობილური ფორმების გამოყენებით.
ეს არის ის სამი ვიჯეტი რომლის გამოყენებითაც შეგიძლიათ შეინახოთ ადგილმდებარეობის ინფორმაცია:
გთხოვთ მიჰყევით ქვემოთ მოცემულ ნაბიჯებს რათა შექმნათ ფორმა რომელიც შეინახავს GPS კოორდინატებს:
- დააკლიკეთ ეკრანის ზედა-მარცხენა ნაწილში მოცემულ + ხატულას.
- აირჩიეთ თქვენთვის სასურველი განლაგება და შექმენით ფორმა ან ნულიდან, ან გამოიყენეთ შაბლონი ან შემოიტანეთ არსებული ფორმა.
- დააკლიკეთ ვიჯეტების ჩანართს და მოძებნეთ ზემოთ მოცემული ვიჯეტებიდან სასურველი. დაამატეთ ვიჯეტი თქვენს ფორმას.
- სასურველი ვიჯეტის ვიზარდის გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ვიჯეტის პარამეტრები თქვენი საჭიროებების შესაბამისად. თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ Google Maps API key რათა შეძლოთ ვიჯეტით სარგებლობა.
- ამიერიდან თქვენი ფორმა შეინახვას თქვენი რესპონდენტების ადგილმდებარეობის კოორიდანტების ზუსტ ინფორმაციას.
- თუ მომხმარებელი გააგზავნის ფორმას მობილური მოწყობილობის გამოყენებით, მათ მოუწევთ JotForm-ის აპლიკაციისათვის ადგილმდებარეობის ინფორმაციაზე წვდომის უფლების მიცემა.
გაქვთ რაიმე კომენტარი, უკუკავშირი ან მოსაზრება Jotform მობილური ფორმების გამოყენებით ადგილმდებარეობის კოორდინატების შეგროვების შესახებ? გთხოვთ გვაცნობეთ კომენტარის სახით ქვემოთ ან გახსენით დახმარების ბილეთი ჩვენს ტექნიკური მხარდაჭერის ფორუმზე.
კომენტარის გაგზავნა: