როგორ გავააქტიურო HIPAA სტანდარტებთან შესაბამისობა?

18 სექტემბერი, 2023

Jotform-ის HIPAA ანგარიშების მომსახურების მიწოდება ხდება გამოყოფილი, იზოლირებული HIPAA სისტემის გავლით. აღნიშნულ სისტემაში, ჩვენ ვუზრუნველყოფბთ ჩვენს არსებულ ნორმალურ პრაქტიკასთან ერთად დამატებით ზომებს რათა ავირიდოთ მონაცემთა თუნდაც უნებლიე გაჟონვა. როდესაც გადახვალთ HIPAA შესაბამისობაზე, თქვენი ყველა მონაცემი გადავა იზოლირებულ HIPAA სისტემაში რომელიც შესაბამისობაშია HIPAA მოთხოვნებთან.

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ახალი ექაუნთი ან გადაიყვანოთ თქვენი არსებული Jotform ანგარიში HIPAA შესაბამისობაზე. ჩვენი გაუმჯობესების ვიზარდი დაგეხმარებათ ორივე შემთვევაში და მოცემული გიდში ჩვენ ავხსნით აღნიშნულ ეტაპებს.

Youtube Embed Poster: XfGcqcZhXvQ
  1. გაუმჯობესების ვიზარდის გაშვება შესაძლებელია აქედან https://www.jotform.com/myaccount/data.
როგორ გავააქტიურო HIPAA სტანდარტებთან შესაბამისობა? Image-9
როგორ გავააქტიურო HIPAA სტანდარტებთან შესაბამისობა? Image-1

2. გაუმჯობესების ვიზარდი პირველად შეამოწმებს თქვენი გამოწერის ტიპს. ჩვენ ვთავაზობთ HIPAA შესაბამისობას მხოლოდ ვერცხლის ან ოქროს პაკეტის მქონე ანგარიშებს. თუ თქვენ არ გაქვთ ვერცხლის ან ოქროს სატარიფო პაკეტი, თქვენ იხილავთ მოცემულ შეტყობინებას.

როგორ გავააქტიურო HIPAA სტანდარტებთან შესაბამისობა? Image-10

3. გაუმჯობესების ვიზარდი შეამოწმებს არის თუ არა თქვენი იმეილის მისამართი დადასტურებული. თუ თქვენ ჯერ კიდევ არ დაგიდასტურებიათ თქვენი იმეილის მისამართი, თქვენ იხილავთ მოცემულ შეტყობინებას. “თქვენ შეგიძლიათ განაახლოთ თქვენი იმეილის მისამართი, გასაგრძელებლად თავიდან გააგზავნოთ დადასტურების იმეილი.”

როგორ გავააქტიურო HIPAA სტანდარტებთან შესაბამისობა? Image-11
როგორ გავააქტიურო HIPAA სტანდარტებთან შესაბამისობა? Image-2

4. გაუმჯობესების ვიზარდი მოგთხოვთ შექმნათ ახალი პაროლი. ეს პაროლი იქნება თქვენი ანგარიშის პაროლის მას შემდეგ რაც თქვენს ანგარიშზე გააქტიურდება HIPAA შესაბამისობა. ახალი პაროლი უნდა იყოს HIPAA მოთხოვნების შესაბამისი. ეს მოთხოვნებია:

  • ის უნდა იყოს განსხვავებული თქვენი ანგარიშის ბოლო 6 პაროლისგან.
  • ის უნდა შეიცავდეს მინიმუმ 8 სიმბოლოს.
  • ის უნდა იყოს დაბალი რეგისტრის ასოების, მაღალი რეგისტრის ასოების, რიცხვების და სპეციალური სიმბოლოების ერთობლიობა.

თქვენი ახალი პაროლის შექმნის შემდეგ, გასაგრძელებლად დააკლიკეთ “შემდეგ” ღილაკს.

როგორ გავააქტიურო HIPAA სტანდარტებთან შესაბამისობა? Image-12
როგორ გავააქტიურო HIPAA სტანდარტებთან შესაბამისობა? Image-3

5. მოცემულ ეტაპზე, თქვენ უნდა მოაწეროთ ხელი Jotform-ის ბიზნეს პარტნიორობის ხელშეკრულებას (BAA). გთხოვთ წარმოადგინეთ მოთხოვნილი ინფორმაცია და დააკლიკეთ “გაგზავნას”. BAA-ს გენერირება მოხდება ავტომატურად, თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის გამოყენებით და გამოგეგზავნებათ იმეილზე მას შემდეგ რაც HIPAA-ს გააქტიურების პროცესი დასრულდება. აი ასე გამოიყურება BAA ფორმა

როგორ გავააქტიურო HIPAA სტანდარტებთან შესაბამისობა? Image-13
როგორ გავააქტიურო HIPAA სტანდარტებთან შესაბამისობა? Image-4

6. მოცემულ ეტაპზე, გაუმჯობესების ვიზარდი მიმოიხილავს თქვენი ყველა ფორმის HIPAA მოთხოვნებთან შესაბამისობას. HIPAA მოთხოვნების ნებისმიერი სახით დარღვევის თავიდან ასარიდებლად, Jotform საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ მხოლოდ HIPAA შესაბამისობის ვიჯეტები და ინტეგრაციები თქვენს ფორმებში. თუ ვიზარდი აღმოაჩენს რომელიმე ელემენტს თქვენს ფორმაზე რომელიც არ არის HIPAA შესაბამისობის, ის ჩამოწერს ასეთ ელემენტებს. 

როგორ გავააქტიურო HIPAA სტანდარტებთან შესაბამისობა? Image-14
როგორ გავააქტიურო HIPAA სტანდარტებთან შესაბამისობა? Image-5

7. წინა ეტაპზე, ღილაკზე “შემდეგი” დაკლიკება აამოქმედებს თქვენი ფორმების გადატანის ავტომატურ პროცესს. როდესაც მიგრაცია დასრულდება, თქვენ იხილავთ მოცემულ ეკრანს რომელიც აჩვენებს მიგრაციის შედეგს. მოცემული გვერდიდან, თქვენ შეგიძლიათ გადმოწეროთ ხელმოწერილი ბიზნეს პარტნიორობის ხელშეკრულება. დააკლიკეთ “დასრულებას” რათა გამორთოთ ვიზარდი.

როგორ გავააქტიურო HIPAA სტანდარტებთან შესაბამისობა? Image-15
როგორ გავააქტიურო HIPAA სტანდარტებთან შესაბამისობა? Image-6

8. თქვენ ასევე მიიღებთ იმეილს რომელიც გაცნობებთ მიგრაციის შედეგის შესახებ. Jotform-ის ხელმოწერილი ბიზნეს პარტნიორობის ხელშეკრულება (BAA) იქნება ასევე დართული აღნიშნულ იმეილზე.

როგორ გავააქტიურო HIPAA სტანდარტებთან შესაბამისობა? Image-16
როგორ გავააქტიურო HIPAA სტანდარტებთან შესაბამისობა? Image-7

9. გილოცავთ! თქვენი ანგარიში, ფორმები და მონაცემები ახლა არის HIPAA შესაბამისობის. HIPAA შესაბამისობის ლოგო ავტომატურად დაემატება თქვენს ანგარიშსა და ფორმებს.

როგორ გავააქტიურო HIPAA სტანდარტებთან შესაბამისობა? Image-17
როგორ გავააქტიურო HIPAA სტანდარტებთან შესაბამისობა? Image-8

მნიშვნელოვანი შეტყობინება

  • HIPAA შესაბამისობა ხელმისაწვდომია მხოლოდ ვერცხლის და ოქროს ანგარიშებისათვის. თუ თქვენ არ იყენებთ აღნიშნული პაკეტებიდან რომელიმეს, პირველ რიგში თქვენ დაგჭირდებათ ვერცხლის ან ოქროს პაკეტზე გადასვლა. აქ თქვენ შეგიძლიათ იხილოთ მომხმარებლის უფრო დეტალური გიდი თუ როგორ გააუმჯობესოთ თქვენი გამოწერა: როგორ-გავაუმჯობესო-ჩემი-ფასიანი-პაკეტი.
  • დარწმუნდით რომ თქვენი იმეილის მისამართი დადასტურებულია.

დაუკავშირდით მხარდაჭერის გუნდს:

ჩვენი მხარდაჭერის გუნდი ხელმისაწვდომია 24/7 და პასუხის საშუალო დრო შეადგენს ერთიდან ორ საათამდე პერიოდს.
დაგვიკავშირდით

მხარდაჭერის ფორუმი: https://www.jotform.com/answers/

დაუკავშირდით მხარდაჭერის გუნდს: https://www.jotform.com/contact/

კომენტარის გაგზავნა:

Jotform Avatar
This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.

Podo Comment იყავით პირველი ვინც დააკომენტარებს.