რატომ არ მომდის იმეილის შეტყობინებები?

9 იანვარი, 2023

არსებობს მრავალი შესაძლო მიზეზი თუ რატომ არ ხდება იმეილის შეტყობინებების მიღება. ქვემოთ მოცემულია ხშირად დაფიქსირებული პრობლემების დიაგნოსტიკისა და აღმოფხვრის მეთოდები.

  1. პირველი და მნიშვნელოვანი – დარწმუნდით რომ თქვენს იმეილის შეტყობინებაზე დამატებულია მიმღების იმეილის მისამართები და სწორედ აღნიშნულ იმეილის მისამართზე გსურთს ფორმის მონაცემების გაგზავნა. მოცემული გიდი დაგეხმარებათ სწრაფად შეამოწმოთ აღნიშნული: შეტყობინებებისათვის გამოყენებული იმეილის მისამართების ნახვა.
  2. შეამოწმეთ მიმღების იმეილის მისამართში არსებული შესაძლო მართლწერის შეცდომები.
  3. შეამოწმეთ იმეილი ხომ არ არის სპამ საქაღალდეში. თუ ის აღნიშნულ საქაღალდეშია, მონიშნეთ როგორც არა სპამი, ასე რომ მომავალში არ მოხდება მისი კვლავ სპამად მონიშნვა. თუ თქვენ საგრებლობთ GMAIL-ით, ფილტრის შექმნას შეუძლია დაგეხმაროთ აღმოფხვრათ აღნიშნული პრობლემა: როგორ ავირიდო იმეილების Gmail-ის სპამ საქაღალდეში მოხვედრა
  4. შეამოწმეთ ხომ არ არის თქვენი იმეილის მისამართი მიუწვდომელთა სიაში. ამისათვის მიჰყევით მოცემულ გიდს: როგორ წავშალო ჩემი იმეილის მისამართი მიუწვდომელთა სიიდან. არსებობს მრავალი მიზეზი თუ რატომ შეიძლება დაემატოს თქვენი იმეილის მისამართი მიუწვდომელთა სიას. ეს შეიძლება იყოს გამოწვეული არარსებული / არააქტიური იმეილის მისამართის მიერ, ან თქვენი იმეილის სერვერი მიუწვდომელია, თქვენმა იმეილის სერვერმა უარყო იმეილები სავარაუდო სპამის გამო, თქვნი ელექტრონული ფოსტა გადავსებულია ან Jotform დამატებულია თქვენს შავ სიაში. Jotform წყვეტს იმეილების გაგზავნას როდესაც თქვენი იმეილის მისამართი იმყოფება მიუწვდომელთა სიაში. გთხოვთ გაითვალისწინეთ რომ მიუწვდომელ იმელთა დაგზავნის მაღალმა სიხშირემ ჩვენი გაგზავნის მეთოდის შეიძლება დააყენოს რისკის ქვეშ, ასე რომ იძულებულები ვართ გამონაკლიკის გარეშე დავამუშაოთ მიუწვდომელი შეტყობინებები.
  5. თუ წინა მეთოდები ვერ დაგეხმარათ, გთხოვთ დაუკავშირდით თქვენს იმეილის სერვისის პროვაიდერს და სთხოვეთ მიიღონ JotForm-დან გამოგზავნილი იმეილები მიუხედავად გამოყენებული IP მისამართისა. ეს ყველაფერი საჭიროა იმის უზრუნველსაყოფად რომ JotForm-ის და AmazonSES-ის (ჩვენი იმეილის სერვისის პროვაიდერები) ყველა ლეგიტიმური იმეილის ამოცნობა და მიღება მოხდება თქვენი იმეილის სერვისის პროვაიდერის მიერ.
  6. თუ ზემოთ მოცემული ეტაპების შემდეგაც ვერ ახერხებთ იმეილების მიღებას, გახსენით ბილეთი ჩვენს მხარდაჭერის ფორუმზე. არ დაგავიწყდეთ დაურთოთ თქვენი ფორმის URL მისამართი და ყველა დაკავშირებული იმეილის მისამართი. ჩვენ შევამოწმებთ პრობლემას და გამოგიგზავნით იმეილის სერვერის ჩანაწერებს. თქვენ შემდეგ შეგეძლებათ დაუკავშირდეთ თქვენს ჰოსტინგის პროვაიდერს რათა გადაამოწმოთ თუ რა ბედი ეწია აღნიშნულ იმეილებს.
Youtube Embed Poster: 8g161odSVIc
დაუკავშირდით მხარდაჭერის გუნდს:

ჩვენი მხარდაჭერის გუნდი ხელმისაწვდომია 24/7 და პასუხის საშუალო დრო შეადგენს ერთიდან ორ საათამდე პერიოდს.
დაგვიკავშირდით

მხარდაჭერის ფორუმი: https://www.jotform.com/answers/

დაუკავშირდით მხარდაჭერის გუნდს: https://www.jotform.com/contact/

კომენტარის გაგზავნა:

Jotform Avatar
This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.

Podo Comment იყავით პირველი ვინც დააკომენტარებს.