არსებობს მრავალი მიზეზი თუ რატომ შეიძლება დაემატოს თქვენი იმეილის მისამართი მიუწვდომელთა სიას. ეს შეიძლება იყოს გამოწვეული არარსებული / არააქტიური იმეილის მისამართის მიერ, ან თქვენი იმეილის სერვერი მიუწვდომელია, თქვენმა იმეილის სერვერმა უარყო იმეილები სავარაუდო სპამის გამო, თქვნი ელექტრონული ფოსტა გადავსებულია ან Jotform დამატებულია თქვენს შავ სიაში. Jotform წყვეტს იმეილების გაგზავნას როდესაც თქვენი იმეილის მისამართი იმყოფება მიუწვდომელთა სიაში. გთხოვთ გაითვალისწინეთ რომ მიუწვდომელ იმელთა დაგზავნის მაღალმა სიხშირემ ჩვენი გაგზავნის მეთოდის შეიძლება დააყენოს რისკის ქვეშ, ასე რომ იძულებულები ვართ გამონაკლიკის გარეშე დავამუშაოთ მიუწვდომელი შეტყობინებები.
თუ თქვენ შენიშნეთ რომ აღარ ხდება იმეილ შეტყობინებების მიღება, შესაძლოა თქვენი იმეილის მისამართ იყოს ჩვენს მიუწვდომელ იმეილთა სიაში. თქვენ შეგიძლიათ წაშალოთ იმეილი აღნიშნული სიიდან თქვენ თვითონვე მოცემული ნაბიჯების გამოყენებით:
- პირველ რიგში, დარწმუნდით რომ შესული ხართ თქვენს ანგარიშში. დააკლიკეთ გვერდის ზედა მარჯვენა ნაწილში მოცემულ პროფილის ავატარს, შემდეგ კბილანას ხატულას.
- გადადით პარამეტრები > მიუწვდომელთა სია და შეიყვანეთ იმეილის მისამართი რომლის შემოწმებაც გსურთ.
- თუ თქვენ აღმოაჩნეთ რომ თქვენი იმეილის მისამართი იმყოფება ჩვენს მიუწვდომელთა სიაში, უბრალოდ დააკლიკეთ წაშლის ღილაკს.
მორჩა! თქვენ ახლა უნდა მიიღოთ იმეილები როდესაც ვინმე შეავსებს თქვენს ფორმას.
თუ ხდება თქვენი იმეილის მისამართების გამუდმებით დამატება ჩვენს მიუწვდომელთა სიაში, ჩვენი საუკეთესო რეკომენდაციაა შეცვალოთ თქვენი იმეილის შეტყობინებების გამგზავნი თქვენი საკუთარი SMTP გამგზავნით. ასეთ შემთხვევაში, შეტყობინებების დამუშავება მოხდება თქვენი იმეილის სერვერის მიერ, ასე რომ არ მოხდება იმეილის მისამართების დამატება ჩვენს მიუწვდომელთა სიაში.
კომენტარის გაგზავნა: