თქვენ შეიძლება გაიგეთ Jotform-ის ახალი, ბარათის ტიპისფორმების ფუნქციონალის შესახებ და გაინტერესებდათ – “არის რაიმე მეთოდი ჩემი არსებული ფორმების განლაგების ბარათის ტიპით შესაცვლელად სრულიად ახალი ფორმის შექმნის გარდა?”
კარგი სიახლე – დიახ, ეს შესაძლებელია. თქვენი ფორმის განლაგების შეცვლა შესაძლებელია ნებისმიერდროს და ეს ისეთივე მარტივია როგორც 1-2-3!
როგორ შევცვალო კლასიკური განლაგების ფორმა ბარათის ტიპით?
1. გადადით ჩემი ფორმების გვერდზე, აირჩიეთ სასურველი ფორმა, შემდეგ დააკლიკეთ ფორმის რედაქტირებას.
2. როდესაც იმყოფებით ფორმის მშენებლის გვერდზე, არსებობს ფორმის განლაგების შეცვლის ორი გზა.
- პირველი, თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ კლასიკური ან ბარათის ტიპის განლაგება ფორმის დიზაინერიდან.
მეორე მეთოდი იქნება…
a. გადადით პარამეტრები > ფორმის პარამეტრები > შემდეგ დააკლიკეთ დამატებითი პარამეტრების ჩვენების ღილაკს.
b. ჩასქროლეთ ქვემოთ და ფორმის განლაგების პარამეტრისათვის აირჩიეთ “ერთი კითხვა თითოეულ გვერდზე”.
c. და საბოლოოდ, დაბრუნდით ფორმის შენების ჩანართზე რათა იხილოთ თქვენი ცვლილებები.
როგორ შევცვალო ბარათის განლაგების ფორმა კლასიკური ტიპით?
თუ თქვენ გსურთ მიიღოთ საპირისპირო ეფექტი, უბრალოდ მიჰყევით იმავე ინსტრუქციებს როგორც მოცემულია ზემოთ. მაგრამ ამჯერად აირჩიეთ “ყველა კითხვა ერთ გვერდზე”
მოკლედ, თქვენ სრულიად თავისუფლად შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი განლაგება:
- კლასიკური: ყველა კითხვა ერთ გვერდზე – ძველი მაგრამ სასარგებლო!
- ბარათები: ერთი კითხვა ერთ გვერდზე – ახალი და ტრენდული!
კომენტარის გაგზავნა: