საფეხურები რათა შეამოწმოთ და მიიღოთ ინვოისები:
- დააკლიკეთ თქვენი პროფილის სურათს, შემდეგ თქვენი მომხმარებლის სახელს რათა გადახვიდეთ თქვენი ანგარიშის გვერდზე.
- დააკლიკეთ ბილინგის ჩანართს. თუ თქვენ სარგებლობთ უფასო პაკეტით, თქვენ იხილავთ გაუმჯობესების ჩანართს.
ჩასქროლეთ ოდნავ ქვემოთ ბილინგის ჩანართზე და თქვენ უნდა დაინახოთ ინვოისების სექცია. დააკლიკეთ ჩვენებას რათა გამოაჩინოთ თქვენი ინვოისების სია.
- თითოეული ინვოისის დეტალების სანახავად, დააკლიკეთ ლინკს “ნახვა”.
საკრედიტო ბარათით გადახდისას, ჩვენ ვიყენებთ Stripe-ს და Jotform ქმნის ინვოისებს. Stripe ასევე აგზავნის ცალკეულ ქვითარს თქვენი ანგარიშის იმეილზე.
PayPal-ით გადახდისას,ინვოისების შექმნა ხდება Jotform-ის მიერ, მაგრამ ამავდროულად PayPal აგზავნის გადახდის ცალკეულ ქვითარს.
ჩეკით/შესყიდვის შეკვეთით/ელექტრონული გადარიცხვისას, ჩვენ ვიყენებთ BlueSnap-ს გადახდის დასამუშავებლად. ინვოისები იგზავნება ბილინგის იმეილზე მას შემდეგ რაც გადახდის პროცესი დასრულება. თუ ინვოისი არ არის ხელმისაწვდომი თქვენი ანგარიშის ინვოისების სექციის ქვემოთ, გთხოვთ დაუკავშირდით ჩვენს ტექნიკური დახმარების გუნდს..
ჩვენ ასევე ვიყენებთ FastSpring-ს საკრედიტო ბარათებით და PayPal-ით გადახდისას. FastSpring ქმნის ინვოისს თქვენი გადახდისათვის.
დამატებითი ინფორმაცია:
***დღგ-ს ID ნომრის დამატება შესაძლებელია მოთხოვნის შემთხვევაში, თუ საწყის გადახდას/ინვოისს არ აქვს დამატებული აღნიშნული ინფორმაცია.
***თუ მოხდა ანგარიშსწორება, მაგრამ ინვოისი არ ისახა თქვენს ანგარიშზე, გთხოვთ დაუკავშირდით ჩვენს ტექნიკური დახმარების ფორუმს.
ბილინგის გვერდთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის პრობლემის შემთხვევაში, გთხოვთ გვაცნობეთ კომენტარის სახით ქვემოთ ან დაგვიკავშირდით დახმარების ფორუმის გამოყენებით.
კომენტარის გაგზავნა: