დასაქმების ფორმები

14 შაბლონები

თანამშრომელთა საჩივრის ფორმა

სასარგებლო ფორმა რომლის გამოყენებითაც თანამშრომლებს შეუძლიათ გაცნობოთ სხვა თანამშრომლის, მენეჯერის ან ზედამხედველის მიმართ არსებული უკმაყოფილების შესახებ. მოცემული თანამშრომელთა საჩივრის ფორმის გამოყენებით თქვენ მარტივად შეგიძლიათ მოახდინოთ ნებისმიერი სახის საჩივრების დოკუმენტირება. მოცემული შაბლონი მოიცავს კომპანიისა და თანამშრომლის სახელს, საჩივრის თარიღს, ზედამხედველის ინფორმაციას, საჩივრის დეტალებს, დამატებით კომენტარებსა და ხელმოწერას.

დასაქმების ფორმები

ქირურგიული ოპერაციის ინფორმირებული á

ქირურგიული ოპერაციის ინფორმირებული თანხმობის ფორმა გამოიყენება სამედიცინო დაწესებულების მიერ ქირურგიული ოპერაციის ჩატარებამდე. მოცემული ფორმა ამყარებს პაციენტსა და ჯანდაცვის უწყებას შორის კომუნიკაციას - წარმოადგენს საინფორმაციო დოკუმენტს, რომელიც განმარტავს პროცედურებს, დაკავშირებულ რისკებს, მკურნალობის ალტერნატიულ მეთოდებს და აღნიშნული ქირურგიული პროცედურების არ ჩატარებასთან დაკავშირებულ რისკებს. ინფორმირებული თანხმობა გეხმარებათ პაციენტთა გადაწყვეტილების მიღების პროცესების მართვაში. ქირურგიული ოპერაციის ინფორმირებული თანხმობის ფორმა არის მაგალითი, სადაც ის წარმოადგენს პაციენტის ინფორმირების ყველა აუცილებელ ინფორმაციას ოპერაციის პროცედურების შესახებ. მოცემულ ფორმაში ცვლილებების შეტანა მარტივად არის შესაძლებელი - გამოიყენეთ ჩვენი ინტუიციური ფორმის მშენებელი. უზრუნველყავით პაციენტთა სათანადო ინფორმირება და გაუმარტივეთ გონივრული გადაწყვეტილების მიღება.

ფსიქოლოგიური კონსულტაციის ინფორმირáƒ

მოცემული ფორმა გამოიყენება ფსიქოლოგიური კონსულტაციის მომსახურების მიერ კლიენტებისგან ფსიქიურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის ნებართვის მისაღებად. ფორმა მოიცავს სერვისების ინფორმაციას და შეთანხმებას კომპანიასა და კლიენტს შორის. მოცემული დოკუმენტი ასევე გეხმარებათ აცნობოთ თქვენს კლიენტებს მკურნალობის რისკების, შესაძლებლობების, უპირატესობებისა და ლიმიტების შესახებ.

კოვიდ 19 პასუáƒáƒ˜áƒ¡áƒ›áƒ’ებლობის მოáƒáƒ¡áƒœáƒ˜áƒ¡ ფორá

"კოვიდ-19"-ის პასუხისმგებლობის მოხსნის ფორმა გამოიყენება ბიზნესის მიერ ნებისმიერი სახის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან განსათავისუფლებლად თუ მოხდება მომხმარებელთა კორონავირუსით დაინფიცირება როდესაც ყიდულობენ პროდუქციას ან იღებენ გარკვეული სახის სერვისს აღნიშნული ბიზნესიდან. მოცემული უფასო ონლაინ "COVID-19"-ის პასუხისმგებლობის მოხსნის ფორმის გამოყენებით, ნებისმიერი დარგის ბიზნესს შეუძლია შეუფერხებლად მიიღოს ხელმოწერილი ნებაყოფლობითი თანხმობები ონლაინ. მარტივად მოარგეთ წესები და პირობები თქვენს საჭიროებებს, გაუზიარეთ ფორმა თქვენს კლიენტებსა და მომხმარებლებს რათა შეავსონ ნებისმიერი მოწყობილობის გამოყენებით და უსაფრთხოდ მიიღეთ ყველა მონაცემეი თქვენს Jotform ანგარიშში - მარტივად წვდომადი, მართვადი და ავტომატურად კონვერტირებადი PDF დოკუმენტებად. ჩვენი ინტუიციური ფორმის მშენებლის გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ თქვენი კომპანიის ლოგო, განაახლოთ წესები და პირობები ან შეცვალოთ ფონტები და ფერები - ნებისმიერი სახის კოდის წერის გარეშე! ჩვენი 100+ სრულიად უფასო ინტეგრაციების გამოყენებით მომენტალურად გაუგზავნეთ ფორმის მონაცემები თქვენს სხვა ანგარიშებს, როგორიცაა Google Drive, Dropbox, Box, Airtable და მრავალი სხვა. არ აქვს მნიშვნელობა თუ რა სფეროში მოღვაწეობთ, უზრუნველყავით თქვენი მომხმარებლებისა და ბიზნესის უსაფრთხოება კორონავირუსის პანდემიის დროს "კოვიდ-19"-ის პასუხისმგებლობის მოხსნის ფორმის გამოყენებით რომელიც გეხმარებათ სწრაფად შეაგროვოთ ხელმოწერები ონლაინ.

ჭიდაობის კლუბის COVID 19 ის პასუáƒáƒ˜áƒ¡áƒ›áƒ’ებლოá

მოცემული ფორმა გამოიყენება სპორტული კლუბების მიერ, რათა შეაგროვონ მშობელთა თანხმობა თავიანთი შვილების სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის თაობაზე. თქვენ მარტივად შეგიძლიათ მოცემული ფორმის რედაქტირება, თქვენი წესებისა და პირობების დამატება და ონლაინ ხელმოწერების შეგროვება.

ექიმის ნებართვა სამსაáƒáƒ£áƒ áƒ¨áƒ˜ დაბრუნებá

ექიმის ნებართვის ფორმა გამოიყენება რათა აცნობოთ დამსაქმებელს რომ დასაქმებული აკმაყოფილებს სამსახურში დაბრუნების მოთხოვნებს ავადმყოფობის ან ტრავმის პერიოდის შემდგომ. ადამიანური რესურსების დეპარტამენტს შეუძლია გამოიყენოს მოცემული სამსახურში დაბრუნების ნებართვის უფასო ფორმა, რათა მარტივად შეაგროვოს თანამშრომლის ექიმის თანხმობის ინფორმაცია ელექტრონულ ხელმოწერებთან ერთად - იდეალური საშუალება რათა დარწმუნდეთ, რომ თანამშრომელი არის საკმარისად ჯანმრთელი რათა დაუბრუნდეს სამსახურში. მარტივად მოარგეთ მოცემული ფორმა, გაუზიარეთ თანამშრომელს და სთხოვეთ შეავსებინონ თავიანთ ექიმს. ფორმის მონაცემები ავტომატურად გაიგზავნება თქვენს Jotform ანგარიშში, ასე რომ მომენტალურად მიიღებთ ექიმის ნებართვას ხელმოწერასთან ერთად. JotForm-ის ინტუიციური ფორმის მშენებლის გამოყენებით, თქვენ წამებში შეძლებთ მოცემული ფორმის შაბლონში ცვლილებების შეტანას - აიღეთ და ჩასვით ფორმის სასურველი ველები, დაურთეთ დამატებითი წესები და პირობები, შეცვალეთ ფონური სურათი, ატვირთეთ თქვენი კომპანიის ლოგო. გამოიყენეთ ჩვენი 100+ სასარგებლო ინტეგრაციები და ვიჯეტები, რათა უფრო მეტად გაააუმჯობესოთ თქვენი პროდუქტიოლობა. შეუფერხებლად მიიღეთ ელექტრონული ხელმოწერები, შექმენით PDF შაბლონი რათა მომენტალურად აქციოთ ფორმის მონაცემები პროფესიონალურ დოკუმენტებად, ან დააკავშირეთ თქვენი ფორმა CRM სისტემასთან რათა ავტომატურად დაურთოთ ხელმოწერილი ფორმები თანამშრომლის ჩანაწერებს. დაემშვიდობეთ ქაღალდის ფორმებს და უზრუნველყავით თანამშრომლების ჯანმრთელობის უსაფრთხოება.

შვებულების მოთხოვნის ფორმა

მოცემული მარტივად შევსებადი თანამშრომლის შვებულების აღების ფორმის გამოყენებით მომენტალურად მიიღეთ შვებულების მოთხოვნები თანამშრომლებისგან ყველა საჭირო დეტალთან ერთად. ფორმის ისეთი ველების გამოყენებით როგორიცაა თანამშრომლის ID, მენეჯერის ინფორმაცია და შვებულების თარითი, თქვენ შეგიძლიათ შეაგროვოთ ყველა საჭირო ინფორმაცია ნებისმიერი დამატებითი გამოხმაურების გარეშე. დაიწყეთ მოცემული ნიმუშით და მარტივად მოარგეთ თქვენი ორგანიზაციის მოთხოვნებს. თანამშრომლის შვებულების მოთხოვნის ყველა ფორმას აქვს წვდომა JotForm-ის აპლიკაციებისა და ვიჯეტების ფართო ასორტიმენტზე რათა გაგიმარტივოთ და დაგიჩქაროთ ინფორმაციის შეგროვება.

თანამშრომელთა ინფორმაციის ფორმა

თანამშრომელთა ინფორმაციის ფორმა გამოიყენება მრავალი კომპანიის მიერ რათა მოახდინოს თანამშრომელთა ინფორმაციის ჩანაწერების წარმოება და გაამრტივოს მათი მონაცემთა ბაზებისთვის საჭირო დეტალების შეგროვება. შაბლონი შეიცავს სხვადასხვა სექციებს სადაც შესაძლებელია შეაგროვოთ თანამშრომელთა საკონტაქტო და პერსონალური ინფორმაცია, თავიანთ საქმესა და თანამდებობასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია. მრავალი მორგების ხელსაწყოსა და ვიჯეტის გამოყენებით შექმენით თქვენი საკუთარი ფორმა აღნიშნულ შაბლონებზე დაყრდნობით.

ავადმყოფობის შვებულების ფორმა

ავადმყოფობის შვებულების ფორმა არის დოკუმენტი რომელიც გამოიყენება თანამშრომლების მიერ, როდესაც სურთ აცნობონ დამსაქმებელს ავადმყოფობის გამო შვებულების მოთხოვნის შესახებ. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ მოცემული დოკუმენტი როდესაც ხართ ავად და ვერ ახერხებთ სამსახურში წასვლას. დამსაქმებელიც ინფორმირებული იქნება სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზის შესახებ, რაც არ შეგიზღუდავთ არდადეგებისათვის განკუთვნილ შვებულების პერიოდს. ავადმყოფობის შვებულების ფორმა მოიცავს ველებს, რომლებიც აგროვებენ მონაცემებს შვებულების დღეების, დაწყებისა და დასრულების თარიღების შესახებ, ასევე თანამშრომლის სახელსა და ავად ყოფნის შესახებ დამატებით დეტალებ. მოცემული ფორმა იყენებს ჭკვიან პირობითი ლოგიკის ფუნქციონალს, ასე რომ თუ მოხდება მოთხოვნის უარყოფა, ავტომატურად გამოჩნდება ველი რომელიც მოითხოვს უარყოფის მიზეზის შეყვანას. ფორმის მოცემული შაბლონი იყენებს ხელმოწერის ხელსაწყოს რათა ელექტრონულად მოხდეს თანამშრომლისა და ზედამხედველის ხელმოწერების წარმოდგენა. თქვენ შეგიძლიათ მარტივად შეიტანოთ დამატებითი ცვლილებები ჩვენი ინტუიციური ფორმის მშენებლის გამოყენებით - ფერთა თემა, ფონტები, ფორმატი, აგებულება და სასურველი ველები.

თანამშრომელთა სამედიცინო ინფორმაციá

მოცემული თანამშრომელთა სამედიცინო ისტორიის ფორმის გამოყენება შესაძლებელია თანამშრომლების სამედიცინო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის შესაქმნელად. მოარგეთ შაბლონი თქვენს მოთხოვნებს ჩვენი ვიჯეტებისა და ხელსაწყოების გამოყენებით, დაამატეთ თქვენი ბრენდის ლოგო, სურათები, ფონტები, კითხვები და შექმენით თქვენი საკუთარი HIPAA შესაბამისობის დასაქმებულთა სამედიცინო ინფორმაციის ფორმა.

áƒáƒ”ლოვანის ინფორმაციის სარეგისტრაციáƒ

საშუალება მიეცით სხვადასხვა სატელევიზიო შოუებსა და გადაცემებში მოწვევის მსურველ არტისტებსა და ხელოვანებს დარეგისტრირდნენ და წარმოადგინონ თავიანთი ინფორმაცია.

About დასაქმების ფორმები

სამსახურის განაცხადის ფორმების შექმნა ზედმეტად მარტივია Jotform-თან ერთად. არ აქვს მნიშვნელობა მართავთ თანამშრომელთა ინფორმაციას, აგროვებთ რეზუმეებს ან განაცხადებს - ჩვენ გვაქვს ფორმები ნებისმიერი დანიშნულებისათვის. სამსახურის განაცხადის სრულიად მორგებადი ფორმების გამოყენებით, მომხმარებელთა ჩართულობის გაზრდა და მონაცემთა შეგროვება საკმაოდ მარტივია. მარტივად აირჩიეთ სამსახურის განაცხადის ფორმის სასურველი შაბლონი რათა მომენტალურად დაიწყოთ კანდიდატთა განაცხადების მიღება.

თქვენს დასაქმების ფორმებს შესაძლებელია ჰქონდეს დამატებითი ველები როგორიცაა მაგალითად კომპანიის ბრენდინგი და ატვირთვის ღილაკი რეზუმეებისათვის.

დაიწყეთ თქვენთვის სასურველი დასაქმების ონლაინ ფორმის შაბლონით დღესვე სრულიად უფასოდ!