მოსწავლეების რეგისტრაციის ფორმები

2 შაბლონები

დასაქმების ფესტივალის სარეგისტრაციáƒ

დასაქმების ფესტივალის სარეგისტრაციო ფორმა საშუალებას აძლევს დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს მარტივად დარეგისტრირდნენ დასაქმების გამოფენაზე და უშუალოდ გაეცნონ კომპანიების მიერ შეთავაზებულ ვაკანსიებს. დამსაქმებლებს მოცემული ფორმა დაეხმარება მარტივად იპოვონ სასურველი კანდიდატები სასურველი პოზიციებისათვის.

მოსწავლეების რეგისტრაციის ფორმები

მოსწავლეების სტუდენტების რეგისტრაცá

მოცემული რეგისტრაციის ფორმა გამოიყენება სკოლების, კოლეჯების ან უნივერსიტეტების მიერ ახალი მოსწავლეებისა და სტუდენტების დასარეგისტრირებლად. მოცემული სრულიად უფასო ფორმის გამოყენებით, ნებისმიერი ზომის საგანმანათლებლო დაწესებულებას შეუძლია შეუფერხებლად აწარმოოს რეგისტრაციის პროცესი ონლაინ. მარტივად მოარგეთ სასურველი ფორმა თქვენი პროგრამის მოთხოვნებს, ჩასვით ფორმა თქვენს ვებსაიტზე ან გააზიარეთ ფორმის ლინკის გამოყენებით, მომენტალურად მიიღეთ სტუდენტთა სარეგისტრაციო ინფორმაცია და უკეთესად მართეთ თქვენი სკოლის ჩანაწერები. მოარგეთ მოცემული მოსწავლეებისა და სტუდენტების რეგისტრაციის ფორმა თქვენს სასწავლო დაწესებულებას, ატვირთეთ თქვენი ლოგო, დაამატეთ სასურველი ველები, შეცვალეთ ფონტები და ფერები. მიიღეთ ონლაინ გადახდები ისეთი სისტემების გავლით, როგორიცაა PayPal, Square და Stripe ნებისმიერი დამატებითი საკომისიოს გარეშე. თქვენ ასევე შეგიძლიათ გაუგზავნოთ ფორმის მონაცემები თქვენს სხვა ონლაინ ანგარიშებს, როგორიცაა მაგალითად Google Sheets, Google Drive და მრავალი სხვა. გამოიყენეთ მოცემული ფორმის შაბლონი - დაემშვიდობეთ ქაღალდის ფორმებს და გააუმჯობესეთ სამუშაო პროცესები.

მოსწავლეების რეგისტრაციის ფორმები

About მოსწავლეების რეგისტრაციის ფორმები

მოსწავლეთა რეგისტრაციის ფორმები გამოიყენება მოსწავლეების კლასებზე რეგისტრაციისათვის, კერძო მასწავლებლების ასაყვანად, არასაკლასო აქტივობებისათვის და მრავალ სხვა სასწავლო დაწესებულებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზებისათვის. არ აქვს მნიშვნელობა განათლების სფეროს რა ეტაპზე მოღვაწეობთ - იქნება ეს საშუალო თუ უმაღლესი განათლება - ჩვენი სტუდენთა რეგისტრაციის ფორმების გამოყენებით თქვენი ორგანიზაცია შეძლებს რეგისტრაციის პროცესის უკეთესად მართვას. მოსწავლეებსა თუ სტუდენტებს შეუძლიათ წარმოადგინონ თავიანთი პერსონალური ინფორმაცია, ატვირთონ ფაილები და თუნდაც გადაიხადონ რეგისტრაციის საფასური ონლაინ. გამოგზავნილი ინფორმაცია უსაფრთხოდ იქნება შენახული თქვენს Jotform ანგარიშში - მარტივად წვდომადი როგორც თქვენთვის, ასევე თქვენი კოლეგებისათვის.

ჩვენი ინტუიციური ფორმის მშენებლის გამოყენებით, სასურველი სტუდენტებისა თუ მოსწავლეების რეგისტრაციის ფორმის მორგება ისეთივე მარტივია როგორც ა-ბ-გ! სულ რაღაც რამოდენიმე კლიკით, თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ ფორმის სასურველი ველები, ახალი ფონური სურათი და თქვენი ლოგო პროფესიონალური ვიზუალისათვის. გჭირდებათ რეგისტრაციის საფასურის შეგროვება ონლაინ? დააკავშირეთ თქვენი ფორმა გადახდის დაცულ სისტემასთან - Jotform გთავაზობთ 30-ზე მეტ გადახდის ინტეგრაციას, მათ შორის PayPal და Square. თქვენი სამუშაო პროცესების გასამარტივებლად, თქვენ ასევე შეგიძლიათ ფორმის დაკავშირება ისეთ აპლიკაციებთან როგორიცაა Google Drive ან Dropbox რათა ავტომატურად გაუგზავნოთ ფორმის მონაცემები თქვენს სხვა ანგარიშებს. მას შემდეგ რაც მორჩებით ფორმის მორგებაზე მუშაობას, გამოაქვეყნეთ ის თქვენი სკოლის ვებსაიტზე ან იმეილით გაუგზავნეთ ფორმლის ლინკი სტუდენტებს. რეგისტრაციის პროცესის გაციფრულებით, ჩვენი მოსწავლეთა რეგისტრაციის ფორმები დაგიზოგავთ ღირებულ დროს, დაგიჩქარებთ სამუშაო პროცესებს და გაზრდის მოსწავლეთა ჩართულობას.