მოხალისის განაცხადის ფორმები
About მოხალისის განაცხადის ფორმები
ყველა წარმატებული ორგანიზაციის უკან ყოველთვის დგას ერთგული და გულმოდგინე მოხალისეების ჯგუფი. თუ გჭირდებათ არაკომერციული ორგანიზაციის ან ღონისძიების მართვის პროცესებში დახმარება, ჩვენი სრულიად უფასო მოხალისეთა განაცხადის ფორმები დაგეხმარებათ შეაგროვოთ მოხალისეები და მიაღწიოთ თქვენს მიზნებს. განაცხადის მისაღებად ონლაინ ფორმის გამოყენება საშუალებას მისცემს მოხალისეებს მარტივად წარმოგიდგინონ თავიანთი საკონტაქტო ინფორმაცია და ხელმისაწვდომობის ინფორმაცია. ჩვენი ინტუიციური ფორმის მშენებლის გამოყენებით, თქვენ შეძლებთ მოხალისის განაცხადის ნებისმიერი სასურველი შაბლონის თვენს საჭიროებებზე მორგებას. დაამატეთ სასურველი ველები და ახალი ფონური სურათი, დაურთეთ თქვენი ორგანიზაციის ლოგო, შემდეკ კი გამოაქვეყნეთ თქვენი პროფესიონალური ფორმა თქვენს ვებსაიტზე ან გააზიარეთ სოციალურ ქსელებში. თქვენ მომენტალურად შეძლებთ ახალი განაცხადების მიღებას!
გჭირდებათ დამატებითი დახმარება? ისარგებლეთ ჩვენი ინტეგრაციებით და დააჩქარეთ სამუშაო პროცესები! გამოიყენეთ Google კალენდარის ინტეგრაცია რათა დაგეგმოთ მოხალისეების ვიზიტები მათი ხელმისაწვდომობის მიხედვით ან გააგზავნეთ ფორმის ყველა მონაცემი ელექტრონულ ცხრილზე Google Sheets-ის ან Airtable-ს ინტეგრაციის გამოყენებით. იმის მიუხედავად თუ რა დანიშნულებით გსურთ მოხალისეების აქტივობა - იქნება ეს საავადმყოფოსთვის, ცხოველების თავშესაფრისათვის, ან ადგილობრივი ქველმოქმედებისთვის ფულის მოსაზიდად, ჩვენი მოხალისის აპლიკაციის ფორმები დაგეხმარებათ მოიზიდოთ და მართოთ მოხალისეები სწრაფად, ასე რომ დაგრჩებათ უფრო მეტი დრო სასრგებლო საქმეებისათვის.