ცხოველების თავშესაფრის და ცხოველის
აყვანის ფორმები
დაიღალეთ ქაღალდის ფორმების საქმისწარმოებით? ჩვენიცხოველთა აყვანის ონლაინ ფორმები სრულიად შეცვლის თქვენი მონაცემების შეგროვებისა და მართვის პროცესებს. არაკომერციულ ორგანიზაციებს შეუძლიათ ისარგებლონ მუდმივი 50%-იანი ფასდაკლებით ჩვენს ბრინჯაოს, ვერცხლის და ოქროს პაკეტებზე.
დაზოგეთ დრო, ძალისხმევა და ქაღალდი
თქვენი ცხოველთა დამცველი ორგანიზაციის ან თავშესაფრის მართვა არ არის მარტივი. ამიტომაც ჩვენი მძლავრი ონლაინ ფორმები მაქსიმალურად ერგება თქვენს მოთხოვნებს. თუ გსურთ მიიღოთ ცხოველთა აყვანის ფორმები, შეაგროვოთ დონაციები ან დაარეგისტრიროთ ახალი მოხალისეები, Jotform დაგეხმარებათ მაქსიმალურად გამოიყენოთ თქვენი პოტენციალი.
არ საჭიროებს მომზადებას
როგორც ამბობენ, მოხუც ძაღლს ვერ ასწავლი ახალ ჩვევებს. ჩვენი ინტუიციური ფორმის მშენებელი ამარტივებს ცხოველთა აყვანის, დონაციის და მოხალისის განაცხადების ფორმების შექმნას თქვენი ცხოველთა დამცველი ორგანიზაციისა თუ თავშესაფრისათვის - ნებისმიერი სახის კოდის წერის გარეშე!
პროფესიონალური და
მორგებული
შექმენით პროფესიონალური დიზაინის მქონე ცხოველთა თავშესაფრის ფორმები, რომლებიც იდეალურად ერგება თქვენ ყველა საჭიროებას. ერთი მარტივი კლიკით, თქვენ შეგიძლიათ ჩასვათ თქვენი ცხოველის აყვანის და განაცხადის ფორმები თქვენი თავშესაფრის ვებსაიტზე ან გაზიაროთ ისინი სოციალურ ქსელებში.
მიიღეთ შეტყობინებები მომენტალურად
ფორმის თითოეული გამოხმაურებისათვის, Jotform გიგზავნით შეტყობინებას თქვენს ინბოქსში, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ პოტენციურ ცხოველის აყვანის მსურველებს და მოხალისეებს. ჩვენი მობილური აპლიკაციის გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ფორმის მონაცემები ნებისმიერ დროს - თუნდაც ინტერნეტის გარეშე!
ისარგებლეთ მძლავრი ინტეგრაციებით
ყველაზე შრომატევადი პროცესი ყოველდღიური დავალებების ხელით შესრულებაა. ისარგებლეთ ფავორიტი აპლიკაციების ინტეგრაციით და მოახდინეთ სამუშაო პროცესების ავტომატიზაცია. გაუგზავნეთ ფორმის მონაცემები პირდაპირ Dropbox ან Google Drive ანგარიშს, ან დასტურის იმეილი თითოეულ მომხმარებელს ავტომოპასუხე იმეილის გამოყენებით. ონლაინ ფორმების გამოყენებით, თქვენ სამუდამოდ დაემშვიდობებით ქაღალდის ფორმებს და დაზოგავთ ღირებულ დროს რომელსაც დაუთმობთ ცხოველებზე ზრუნვას.