შინაური ცხოველის აყვანის განაცხადის ფორმის შაბლონები

6 შაბლონები

ცáƒáƒáƒ•áƒ”ლის თავშესაფარში ჩაბარების ფორá

გამოიყენეთ ცხოველის თავშესაფარში ჩაბარების ფორმა რათა შეაგროვოთ ყველა საჭირო დეტალი, როგორიცაა არსებული მფლობელის პერსონალური და საკონტაქტო ინფორმაცია, ცხოველის სახელი, წონა, ასაკი და სოციალიზაციის დეტალები. გამოიყენეთ ფორმის მშენებელი და მარტივად შეიტანეთ სასურველი ცვლილებები: შეცვალეთ/დაამატეთ/წაშალეთ ფორმის ველები, დაამატეთ თქვენი ლოგო, ვიზუალური და საინფორმაციო კონტენტი, შეცვალეთ ფონტები, ფერები და ფონური სურათი, ჩასვით ფორმა თქვენს ვებსაიტზე ან გააზიარეთ უნიკალური ლინკის გამოყენებით.

შინაური ცხოველის აყვანის განაცხადის ფორმის შაბლონები

ძაღლის აყვანის განაცხადი

მოცემული ძაღლის აყვანის კითხვარის შაბლონის გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ოთხფეხა მეგობრებს უფრო სწრაფად იპოვონ მზრუნველი ოჯახები. შეაგროვეთ აპლიკანტთა პერსონალური და საკონტაქტო დეტალები, საცხოვრებელი გარემოს ინფორმაცია, შინაური ცხოველების გამოცდილება, სასურველი შინაური ცხოველი და მრავალი სხვა.

შინაური ცხოველის აყვანის განაცხადის ფორმის შაბლონები

შინაური ცხოველის აყვანის განაცხადის

თუ თქვენ მუშაობთ ცხოველთა თავშესაფარში ან უბრალოდ ეხმარებით შინაურ ცხოველებს იპოვონ მზრუნველი ოჯახები, მოცემული შინაური ცხოველის აყვანის განაცხადის ფორმა დაგეხმარებათ იპოვოთ ცხოველთა მოყვარულები, ვისაც სურს აიყვანოს შინაური ცხოველი. მოცემული შაბლონი შექმნილია რათა ცხოველის აყვანის მსურველებმა დაგიტოვონ პერსონალური და საკონტაქტო ინფორმაცია, შინაურ ცხოველებზე ზრუნვის ისტორია და საცხოვრებელი გარემოს დეტალები. მნიშვნელოვანია რომ თქვენი შინაური ცხოველი მომავალმა ოჯახის წევრებმა იცოდნენ ცხოველის აყვანასთან დაკავშირებული წესებისა და პირობების შესახებ, ასე რომ შაბლონს აქვს სექცია სადაც ფორმის მომხმარებლები განაცხადის გამოგზავნამდე უნდა გაეცნონ და დაეთანხმონ თქვენს წესებსა და პირობებს.

შინაური ცხოველის აყვანის განაცხადის ფორმის შაბლონები

თავშესაფრიდან ცáƒáƒáƒ•áƒ”ლის აყვანის განაá

ძაღლის აყვანის აპლიკაციის ფორმა საშუალებას გაძლევთ იპოვოთ თქვენი სურვილების შესაბამისი იდეალური ძაღლი. ფორმა აგროვებს ყველა საჭირო ინფორმაციას - ოჯახის დეტალები, საკონტაქტო ინფორმაცია, რეკომენდაციები და შინაური ცხოველების გამოცდილება.

შინაური ცხოველის აყვანის განაცხადის ფორმის შაბლონები

ლეკვის აყვანის განაცხადი

ლეკვის აყვანის განაცხადის ფორმა საშუალებას გაძლევთ შეაგროვოთ დეტალური ინფორმაცია ოჯახის, საკონტაქტო დეტალების, სასურველი ლეკვის ტიპის, აყვანის მთავარი მოტივაციის, საცხოვრებელი პირობების და ყველა სხვა დეტალის შესახებ. თქვენ შეგიძლიათ მოარგოთ შაბლონი თქვენს მოთხოვნებს JotForm-ის მრავალი ხელსაწყოსა და ვიჯეტის გამოყენებით, შემდეგ კი ჩასვათ თქვენს ვებსაიტზე ან გააზიაროთ ფორმის ლინკის გამოყენებით.

შინაური ცხოველის აყვანის განაცხადის ფორმის შაბლონები

ცხოველის აყვანის განაცხადის ფორმა

ცხოველის განაცხადის ფორმა საშუალებას გაძლევთ მიიღოთ აპლიკანტთა პერსონალური და საკონტაქტო ინფორმაცია, საცხოვრებელი პირობების, ცხოველებთან ურთიერთობის გამოცდილების, თავისუფალი დროისა და რეკომენდატორების დეტალები, ასევე გაიგოთ სასურველი ასაყვანი ცხოველის ინფორმაცია. ინტუიციური ფორმის მშენებელი საშუალებას გაძლევთ მარტივად მოარგოთ მოცემული შაბლონი თქვენს მოთხოვნებს - დაამატეთ თქვენი ლოგო, ვიჯეტები, ჩასვათ თქვენს ვებსაიტზე ან გააზიაროთ ფორმის ლინკის გამოყენებით.

შინაური ცხოველის აყვანის განაცხადის ფორმის შაბლონები

About შინაური ცხოველის აყვანის განაცხადის ფორმის შაბლონები

იმის მიუხედავად თუ რა ცხოველებზე ზრუნავს თქვენი თავშესაფარი, იქნება ეს კატები, ძაღლები, კურდღლები თუ ფრინველები, დააჩქარეთ თქვენი ცხოველების აყვანის პროცესი და დაეხმარეთ ცხოველებს ოპოვონ მზრუნველი და თბილი კერა უფრო სწრაფად ჩვენი ცხოველების აყვანის განაცხადის ფორმების გამოყენებით. მარტივად აირჩიეთ ქვემოთ მოცემული შაბლონებიდან სასურველი, მოარგეთ ის თქვენს მოთხოვნებს და ჩასვით თქვენი თავშესაფრის ვებ-გვერდზე ან გააზიარეთ ლინკის სახით სოციალურ ქსელებში. ვინაიდან ფორმის ყველა ჩანაწერი უსაფრთხოდ იქნება შენახულ თქვენს JotForm-ის დაცულ ანგარიშში, თქვენ შეძლებთ მარტივად მიიღოთ სასურველი მონაცემი და უზრუნველყოთ ყველა ცხოველის თბილ სახლში გამგზავრება.


გსურთ თქვენ მიერ არჩეული შინაური ცხოველების აყვანის განაცხადის შაბლონის ვიზუალის მორგება? JotForm-ის ინტუიციური ფორმის მშენებელი ამარტივებს დაურთოთ თქვენი თავშესაფრის ლოგო, შეცვალოთ ფონტები და ფერები და თუნდაც დაამატოთ საყვარელი კატების, ძაღლების, ლეკვების ან კნუტების სურათები - ნებისმიერი რამ რაც დაეხმარება თქვენს ოთხფეხა მეგობრებს იპოვონ თბილი კერა! თქვენი სამუშაო პროცესების უფრო მეტად გასაუმჯობესებლად, მოახდინეთ Airtable-ს ან Google Sheets-ის ინტეგრირება რათა გაუგზავნოთ ცხოველის აყვანის ფორმის გამოხმაურებები თქვენს ელექტრონულ ცხრილებს. ყველა განაცხადის უსაფრთხო სახით თქვენს ანგარიშში შენახვა საშუალებას გაძლევთ იხილოთ და უფრო სწრაფად დაამუშაოთ შინაური ცხოველის აყვანი განაცხადები ნებისმიერი ადგილიდან. დაემშვიდობეთ მოუწესრიგებელ ქაღალდის ფორმებს - გამოიყენეთ Jotform და გააციფრულეთ თქვენი ცხოველთა აყვანის განაცხადის ფორმები - გაზარდეთ სამუშაო პროცესების ეფექტურობა, დაზოგეთ ღირებული დრო და ძალისხმევა.