Table Templates by merabnagervadze

მედიკამენტების სიის შაბლონი

მედიკამენტური მკურნალობის სია გამოიყენება დანიშნული მედიკამენტების, სამკურნალო საშუალებების, ვიტამინების, დანამატების და სხვა მედიკამენტების ინფორმაციის ჩასაწერად. არ აქვს მნიშვნელობა წარმოადგენთ ექიმს ვისაც სურს პაციენტის მედიკამენტების ინფორმაციის ჩაწერა ან უბრალოდ გსურთ თვალყური ადევნოთ თქვენს მედიკამენტურ მკურნალობას - გამოიყენეთ ჩვენი უფასო ონლაინ მედიკამენტური მკურნალობის სიის შაბლობი რათა უკეთესად მართოთ მედიკამენტების ინფორმაცია. მარტივად შეიტანეთ თითოეული მედიკამენტის ინფორმაცია ელექტრონულ ცხრილში - სახელი, რეკომენდირებული დოზირება, სიხშირე და გამოყენების მიზეზი. მოცემული მზა მედიკამენტების სიის შაბლონი საშუალებას გაძლევთ მარტივად მოარგოთ ელექტრონული ცხრილი თქვენს საჭიროებებს - დაამატოთ სვეტები, რიგები, იარლიყები და ჩანართები. ნებისმიერი სახის კოდის წერის გარეშე თქვენ შეგიძლიათ შექმნათ იდეალური შაბლონი - აიღოთ და ჩასვათ სასურველი ელემენტები, შეცვალოთ ტექსტი და განლაგება ნებისმიერი მოწყობილობიდან. როგორც კი შეიტანთ ყველა ინფორმაციას, თქვენ შეგეძლებათ ერთი კლიკით გადმოწეროთ, გააზიაროთ და დაბეჭდოთ თქვენი მედიკამენტების სია.

ჯანდაცვა

სამედიცინო ბარათის შაბლონი

სამედიცინო ბარათის შაბლონი გამოიყენება პაციენტების სამედიცინო ინფორმაციის ჩასაწერად - როგორიცაა საკონტაქტო დეტალები, რეცეპტები, სამედიცინო ისტორია და მრავალი სხვა. მოცემული სამედიცინო ბარათის შაბლონის გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ მარტივად ჩაწეროთ და მართოთ პაციენტის ინფორმაცია და დოკუმენტები ონლაინ. მარტივად შეავსეთ თანდართული ფორმა პაციენტის ინფორმაციის გამოყენებით, ხელით შეიყვანეთ თქვენი ინფორმაცია ან შექმენით სამედიცინო მიღების ფორმა ასე რომ თქვენ პაციენტებს შეეძლებათ შეავსონ თავიანთი სამედიცინო ისტორია ნებისმიერ მოწყობილობაზე. ფორმის თითოეული გამოხმაურება ავტომატურად აისახება ელექტრონულ ცხრილზე. Jotform საშუალებას გაძლევთ გააქტიუროთ HIPAA შესაბამისობა და მიიღოთ ბიზნეს პარტნიორობის ხელშეკრულება (BAA), ასე რომ შეგეძლებათ უზრუნველყოთ პაციენტთა ჯანმრთელობის სენსიტიური ინფორმაციის მაქსიმალური უსაფრთხოება. თქვენ ასევე შეგიძლიათ მოარგოთ მოცემული სამედიცინო ბარათის შაბლონი რათა დაამატოთ ახალი რიგები, სვეტები და ჩანართები, განაახლოთ იარლიყის სახელები და ფერები ან დააკავშიროთ ფორმა 100+ აპლიკაციას რათა ავტომატურად გაუგზავნოთ მონაცემები თქვენს სხვა ანგარიშებს! ექსპერტულად მართეთ პაციენტთა მონაცემები ონლაინ Jotform-თან ერთად - ხელმისაწვდომი ელექტრონული ცხრილის, კალენდარის ან ბარათის სახით.

ჯანდაცვა