Table Templates by giorgijapharidze
სტუმრების სიის შაბლონი
არ აქვს მნიშვნელობა მასპინძლობთ წვეულებას, კორპორატიულ ღონისძიებას ან ოჯახურ ყრილობას - თქვენ შეგიძლიათ პროფესიონალურად შეაგროვოთ სტუმართა უკუკავშირი და დასწრების დეტალები და მართოთ მონაცემები ელექტრონული ცხრილის სახით. მარტივად მოარგეთ შაბლონი თქვენს საჭიროებებს - შემდეგ შეავსეთ თანდართული დასწრების ფორმა რათა ავტომატურად განაახლოთ თქვენი ცხრილი სტუმრების დეტალებით! ყველა გამოხმაურების ნახვა შესაძლებელია ნებისმიერი მოწყობილობიდან რათა გადმოწეროთ PDF, CSV ან Excel ფაილის სახით. არ აქვს მნიშვნელობა თუ რა სახის ღონისძიებას მასპინძლობთ, თქვენ შეგიძლიათ მოარგოთ მოცემული სტუმრების სიის შაბლონი თქვენს მოთხოვნებს - დაამატეთ ახალი რიგები და სვეტები, დააჯგუფეთ ინფორმაცია სხვადასხვა ჩანართებზე ან აირჩიეთ თქვენი საკუთარი ფერთა იარლიყები. თქვენ ასევე შეგიძლიათ დააკავშიროთ ფორმა 100+ პოპულარულ ინტეგრაციას რათა ავტომატურად გაუგზავნოთ მონაცემები თქვენს სხვა ონლაინ ანგარიშებს!
სიის შაბლონებისირბილის ჩანაწერები
არ აქვს მნიშვნელობა თუ რა მიზნით დარბიხართ - იქნება ეს გამაჯანსაღებელი სირბილი, წონის კლება ან მარათონისათვის მომზადება - ჩაიწერეთ მანძილები და დროები Jotform-ის უფასო სირბილის ჩანაწერების შაბლონის გამოყენებით! მარტივად შეიტანეთ დეტალები როგორიცაა კილომეტრები, დრო, პულსის სიხშირე, დამწვარი კალორიები და მრავალი სხვა ელექტრონულ ცხრილში. თქვენ შეგეძლებათ მარტივად ადევნოთ თვალყური თქცენს პროგრესსა და მიღწევებს ნებისმიერი მოწყობილობიდან - თუნდაც ინტერნეტის გარეშე! მოარგეთ თქვენი სირბილის ჩანაწერები რამოდენიმე მარტივი კლიკით. აიღეთ და ჩასვით სასურველი ელემენტები, გადანაცვლეთ რიგები და სვეტები, შეცვალეთ იარლიყები და ფერები, დაამატეთ ახალი ჩანართები რათა გადაანაწილოთ ვარჯიშები სხვადასხვა ტიპებად. როგორც კი მორჩებით, თქვენ შეგეძლებათ იხილოთ თქვენი ჩანაწერები ნებისმიერი კომპიუტერის ან მობილური მოწყობილობის გამოყენებით - გადმოწეროთ PDF-ის, CSV ან Excel ფაილის სახით, დაბეჭდოთ და გააზიაროთ ერთი კლიკით.
ჩანაწერის ცხრილებითავის ტკივილის ჩანაწერები
თავის ტკივილის ჩანაწერები გამოიყენება პერიოდული თავის ტკივილის სიხშირისა და სიმწვავის ჩასაწერეად რათა მარტივად მოხდეს გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება და მკურნალობის გაუმჯობესება. თუ თქვენ ხშირად გაწუხებთ თავის ტკივილი ან შაკიკი, შექმენით ჩანაწერები ჩვენი უფასო შაბლონის გამოყენებით და დაემშვიდობეთ მუდმივ ტკივილს. თქვენ გჭირდებათ მხოლოდ შეიყვანოთ დეტალები თითოეული თავის ტკივილის შესახებ თქვენი დესკტოპ ან მობილური მოწყობილობის გამოყენებით და თქვენი ინფორმაცია უსაფრთხოდ შეინახება თქვენს Jotform ანგარიშში. ერთი მარტივი კლიკით, თქვენ შეგიძლიათ გააზიაროთ ან დაბეჭდოთ ჩანაწერები რათა აჩვენოთ თქვენს ექიმს და დაადგინოთ თქვენი ქრონიკული შაკიკის გამომწვევი მიზეზები. მოარგეთ თქვენი თავის ტკივილის ჩანაწერები თქვენს ყოველდღიურ საჭიროებებს - დაამატეთ სვეტები, რიგები, იარლიყები და ჩანართები. თუ თქვენ ხართ ნევროპათოლოგი ან შაკიკის სპეციალისტი, შექმენით თავის ტკივილის სიმპტომების ფორმა რათა თქვენმა პაციენტებმა მარტივად გაგიზიაროთ თავიანთი თავის ტკივილის დეტალები. ფორმის მონაცემები ავტომატურად აისახება თქვენს ელექტრონულ ცხრილზე, რაც საშუალებას გაძლევთ ერთდროულად მართოთ მრავალი პაციენტის ინფორმაცია.
ჩანაწერის ცხრილები