იხილეთ Sofort-ის შესახებ ხშირად დასმული კითხვები. ან პირდაპირ დაუკავშირდით ჩვენს 24/7 მხარდაჭერის გუნდს!
Sofort გადახდა არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და სანდო გადახდის სისტემა ევროპის მრავალ ნაწილში. როგორც Klarna-ს შვილობილი კომპანია, Sofort საშუალებას აძლევს მომხმარებლებს განახორციელონ პირდაპირი გადახდები თავიანთი საბანკო ანგარიშის დეტალების გამოყენებით მრავალ ვალუტაში, მათ შორის ევრო, შვეიცარული ფრანკი, ბრიტანული ფუნტი, შვედური კრონა, ჩეხური კრონა, უნგრული ფორინტი და პოლონური ზლოტი.
დამატებითი დეტალებისათვის, გთხოვთ ეწვიეთ Sofort გადახდის სტატიას.
Klarna-ს გადახდის მეთოდი არის შვედური გადახდის სერვისის მიმწოდებელი. Klarna უზრუნველყოფს შეუფერხებელ გადახდებს 70,000-ზე მეტი ონლაინ მაღაზიისათვის. 60 მილიონზე მეტი მომხმარებელი მსოფლიო მასშტაბით ენდობა Klarna-ს, როგორც თავიანთი გადახდების დამუშავების უსაფრთხო პარტნიორს.
ძირითადად, ფასები იწყება 2.95% ფიქსირებული საკომისიო გადასახადით. ყველა მხარდაჭერილი გადახდის მეთოდების გათვალისწინებით, მათ შორის რისკების სრული დაზღვევა - ეს არის საკმაოდ ზომიერი და მისაღები ფასი.
შენიშნვა:საკომისიოები იცვლება კონკრეტული პროდუქციისა და ქვეყნების მიხედვით. Klarna-ს ტრანზაქციების საკომისიოების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ ეწვიეთ მოცემულ გვერდს.
როდესაც მომხმარებლები იხდიან SOFORT-ის გადახდის სისტემის გავლით, ავტომატურად ხდება მათი გადამისამართება SOFORT-ის ბანკინგის ონლაინ გარემოში. აქ ისინი ირჩევენ თავიანთ ქვეყანას და ბანკს. ისინი შეიყვანენ თავიანთი ონლაინ ბანკინგის დეტალებს, რათა იხილონ თავიანთი ანგარიშები. შემდეგ აირჩევენ თუ რომელი ანგარიშიდან სურთ გადახდის განხორციელება. საბოლოოდ, გადახდის განხორციელებისთანავე, მომხმარებლები დაუბრუნდებიან თქვენს ფორმას. თქვენ მომენტალურად მიიღებთ გადახდის დასტურს.
დამატებითი ინფორმაციისათვის, თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი გიდი: როგორ დავაკავშირო Sofort ინტეგრაცია ჩემს ფორმას
Sofort გადახდის მიერ მხარდაჭერილი ვალუტებია:
ევროკავშირის ვალუტა, შვეიცარული ფრანკი, ბრიტანული ფუნტი, პოლონური ზლოტი, შვედური კრონა, ჩეხური კრონა და უნგრული ფორინტი.
ამ მომენტისათვის SOFORT ბანკინგი ხელმისაწვდომია 8 ქვეყანაში. გერმანიის გარდა, სისტემა ხელმისაწვდომია ავსტრიაში, ბელგიაში, ნიდერლანდებში, პოლონეთში, იტალიაში, ესპანეთსა და შვეიცარიაში.
დიახ, ის სრულიად უსაფრთხო და დაცულია. ტრანზაქციის მონიტორინგის, ტრანზაქციის ვერიფიკაციის და ანტი-თაღლითური გუნდების კომბინაციის დამსახურებით, ის არის სრულიად უსაფრთხო ონლაინ გადახდის მეთოდი.
SOFORT-თან ერთად, თქვენ არ გჭირდებათ დაარეგისტრიროთ ან შექმნათ ვირტუალური ანგარიში. თქვენ მარტივად იყენებთ თქვენს სტანდარტულ ონლაინ ბანკინგის დეტალებს და ავტორიზაციის სასურველ პროცედურას.
ელექტრული საფულეების შემთხვევაში, თქვენ უნდა დაარეგისტრიროთ, შექმნათ და მართოთ ვირტუალური ანგარიში.