მშენებლობის პროექტის შაბლონი
შეაგროვეთ თქვენი ონლაინ მონაცემები Jotform-თან ერთად და აქციეთ ისინი პროფესიონალურ, ელეგანტურ PDF-ებად.
ოთხშაბათი, ივლისი 14, 2021
მარიამ ბერძენიშვილი
შპს ლუმიონი
ქუჩის მისამართი: ჭავჭავაძის #43
ქალაქი: თბილისი
რაიონი / რეგიონი: ვაკე
საფოსტო ინდექსი: 0186
მოგესალმებით,
მოხარულები ვართ რომ გვაქვს შესაძლებლობა წარმოგიდგინოთ ჩვენი სამშენებლო წინადადება და დავამყაროთ სამომავლო პარტნიორობა. ჩვენ დავურთეთ დეტალური განაცხადი თქვენი პროექტისათვის "გრანდ სითი ბათუმი" რათა განიხილოთ თქვენი საოცნებო პროექტის განხორციელება ჩვენი პროფესიონალური გუნდის მიერ.
ჩვენ ვართ მშენებლობისა და პროექტების მართვის მოწინავე კომპანია რეგიონში დარგის თითქმის 50 წლინი გამოცდილებით. ჩვენ ზუსტად გვესმის ჩვენი კლიენტების საჭიროებები და სურვილები და სრულ შესაბამისობაში ვართ საერთაშორისო სტანდარტებთან. ჩვენი გამოცდილი ტექნიკური და მენეჯმენტის გუნდი უზრუნველყოფს პროექტების დროულ ჩაბარებას ბიუჯეტის ნორმების დაცვით.
ჩვენი წარმატების საზომს ჩვენი კმაყოფილი კლიენტები წარმოადგენენ. ამიტომაც ყოველთვის გამოვხატავთ მზაობას ახალი პარტნიორობისათვის.
გთხოვთ განიხილეთ ჩვენი საპროექტო წინადადება და გვაცნობოთ ნებისმიერი სახის სასურველი ცვლილებების შესახებ.
შეგიძლიათ დამიკავშირდეთ მოცემულ ნომერზე (+995) 555123567, ან მომწეროთ იმეილზე davit@grandcity.ge. მადლობა დროისა და ყურადღებისათვის.
მოუთმენლად მოველით გამოხმაურებას!
პატივისცემით,
დავით დემეტრაშვილი
არქიტექტორი
კომპანიის სახელი
ჩვენ შესახებ
ჩვენი კომპანია ისტორიას 2006 წლიდან ითვლის და უკვე 20 000-მდე არქელს ერთ დიდ ოჯახად აერთიანებს. კომპანიის უმთავრესი საქმიანობა სამშენებლო და დეველოპერული პროექტებია. არქის აქვს 31 დასრულებული საცხოვრებელი კორპუსი, რომლის საერთო სამშენებლო ფართი 540,000 კვ.მ-ზე მეტია. კომპანია თბილისის ყველა უბანში 20 პროექტს აშენებს, უახლოეს პერიოდში კი დაგეგმილია 10-ზე მეტი ახალი საცხოვრებელი სახლისა და რამდენიმე ბრენდული სასტუმროს მშენებლობა თბილისსა და საქართველოს ზღვისა და მთის კურორტებზე. არქიმ უმსხვილეს გერმანულ კომპანია Xella-სთან ერთად თბილისში Ytong-ის ქარხნის მშენებლობაც დაიწყო, რომელიც ენერგოეფექტურ და ცეცხლგამძლე სამშენებლო ბლოკს აწარმოებს. პროექტის ინვესტიცია 15 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. კომპანიის ყველა სამშენებლო პროექტი სრულად დაფინანსებულია უცხოური ინვესტიციებით, რაც იძლევა იმის გარანტიას, რომ ყველა პროექტი დაგეგმილ ვადებში ჩაბარდება. არქის ყოველდღიურ აქტივობაში სოციალურ პასუხისმგებლობას დიდი ადგილი უკავია, კომპანიის მოგების 5% სწორედ ამ ინიციატივას ემსახურება. სოციალური პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულება გარემოს დაცვა, ბავშვებზე ზრუნვა, ქართული სპორტის განვითარება და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაა. აღნიშნული ინიციატივის დანერგვის შედეგად, აქტიურად იმართება კამპანია #არქელებიზრუნავენ, რომლის ფარგლებშიც კომპანია მაცხოვრებლებთან ერთად არაერთ საინტერესო აქტივობას ახორციელებს.
რატომ ჩვენი კომპანია?
არქი მომხმარებელს ბინების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. არქის თითოეული საცხოვრებელი კომპლექსი მოიცავს დიდ რეკრეაციულ ზონას, რომელიც აერთიანებს სათამაშო მოედნებსა და სტადიონებს, ზოგიერთი პროექტის ტერიტორიაზე კი სკოლა ან საბავშვო ბაღიც კი მდებარეობს. კომპანიის პროფესიონალების გუნდი მუდმივად ზრუნავს იმისთვის, რომ მომხმარებლებს ევროპული სტანდარტების მქონე ინფრასტრუქტურა და სერვისი შესთავაზოს. არქის ყველა მშენებლობა უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტური სამშენებლო მასალებით ხორციელდება. არქის ყველა სამშენებლო პროექტი სრულად დაფინანსებულია უცხოური ინვესტიციებით, შესაბამისად, კომპანიის ყველა პროექტი დაგეგმილ ვადებში ბარდება.
პროექტი
პროექტი მოიცავს კომერციული შენობის მშენებლობას მისამართზე ქუჩის მისამართი: ხიმშიაშვილის #7
ქალაქი: ბათუმი
რაიონი / რეგიონი: აჭარა
საფოსტო ინდექსი: 6800
, დაახლოებით 350 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთზე
ნაგებობის მიახლოებითი სიმაღლე მიაღწევს 58 მეტრს და ექნება 14 სართული. მშენებლობის დაწყების შეთავაზებული თარიღია პარასკევი, ივლისი 30, 2021 და დასრულების სავარაუდო თარიღია შაბათი, ივლისი 30, 2022.
საუკეთესო დეველოპერული კომპანია საქართველოში
თუ გსურთ შეიძინოთ ბინა, არქი გადახდის საუკეთესო პირობებს გთავაზობთ. ჩვენი საცხოვრებელი სახლების უპირატესობებია:
Logistics
არქის ბინები თბილისის ყველა უბანში მდებარეობს. თითოეული საცხოვრებელი კომპლექსი იდეალური ადგილმდებარეობით გამოირჩევა. საუკეთესო ლოკაციასთან ერთად პროექტების უპირატესობა ხელმისაწვდომი ფასი და მომხმარებლის სურვილზე მორგებული გეგმარებაა. ბინები თეთრი ან პრემიუმ კარკასით ბარდება. პრემიუმ კარკასი გულისხმობს თეთრ კარკასს დამატებული გათბობის მილები და დაბალემისიური მინები.
არქის საცხოვრებელი კორპუსები უმაღლესი ხარისხის, ენერგოეფექტური სამშენებლო მასალებით შენდება, რომელთა თბოსაიზოლაციო თვისებები ენერგიის ხარჯვას 40%-ით ამცირებს. შედეგად, ჩვენი მომხმარებლები უფრთხილდებიან გარემოს და, ამავე დროს, კომუნალურ ხარჯებსაც ზოგავენ.
კომპანიის ერთ-ერთი გამორჩეული დასრულებული პროექტი 23-სართულიანი, პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი არქი თაუერი არის, რომელიც თბილისის ცენტრში, პრესტიჟულ ადგილას მდებარეობს. არქი თაუერის ბინებიდან კუს ტბისა და ვაკის პარკის ულამაზესი ხედები იშლება.
პროექტის ღირებულება და ვადები
ჯამური სახელშეკრულებლო ფასი შეადგენს 1500000 ლარს.
გადახდის ვადების ცხრილი შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ:
აღწერა | გადახდის თარიღი | ოდენობა |
---|---|---|
ხელშეკრულების შედგენა | 07/30/2021 | 500000 |
საძირკვლის მოწყობა | 09/01/2021 | 200000 |
სართულების მოწყობა | 11/15/2021 | 400000 |
პროექტის დასრულება/კომუნიკაციის მოწყობა | 05/15/2021 | 400000 |
Limited Warranty
We provide a guarantee against defects in workmanship and materials used in the construction process for a period of 1 year upon completion of the project and receipt of full payment, and warranty to the building construction as a whole for 10 years. This Limited Warranty does not cover:
- Normal wear and tear, warping of material, natural grain and texture variations of wood
- Defects in equipment or appliances covered by the manufacturer
- Cracks formed after concrete
- Damage due to sunlight
- Any defects arising from modifications after project completion
- Loss or injury due to natural disaster or any fortuitous events
ხელშეკრულება
შეთავაზებული ხელშეკრულება ძალაშია მიღებიდან 15 დღის განმავლობაში.
სამშენებლო წინადადების PDF შაბლონი მოიცავს ყველა ძირითად ელემენტს, მათ შორის მშენებლობის დეტალებს და თანდართულ წერილს, ასევე დახვეწილ დიზაინს რათა წარუდგინოთ პოტენციურ კლიენტებს.
მშენებლობის პროექტის შექმნა და სამშენებლო წინადადების მომზადება შეიძლება იყოს საკმაოდ შრომატევადი პროცესი - მაგრამ არა Jotform-თან ერთად! ჩვენი მშენებლობის პროექტის შაბლონები მომენტალურად შექმნიან პროფესიონალურ სამშენებლო წინადადებებს თქვენთვის - მარტივად წარმოადგინეთ კლიენტის ინფორმაცია, მშენებლობის დეტალები და გადახდის ვადები - ჩვენი შაბლონი გარდაქმნის აღნიშნულ ინფორმაციას პროფესიონალურ PDF დოკუმენტებად. თქვენ შეგიძლიათ გადმოწეროთ ან დაბეჭდოთ აღნიშნული PDF დოკუმენტები თქვენი ჩანაწერებისათვის ან გაუზიაროთ თქვენს კლიენტებს იმილით.
ჩვენი PDF რედაქტორი გაგიმარტივებთ სასურველი შაბლონის მორგებას - დაურთეთ თქვენი კომპანიის ისტორია, ლოგო, რეკომენდაციები და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია რამოდენიმე კლიკით. დაზოგეთ დრო და ძალისხმევა და მარტივად შექმენით დახვეწილი და პროფესიონალური PDF დოკუმენტები Jotform-თან ერთად!
საგრანტო პროექტის განაცხადი წარმოადგენს ფორმალურ დოკუმენტს რომელიც გამოიყენება სუბსიდირების, დაფინანსების ან კაპიტალდაბანდების მოთხოვნის განაცხადის წარსადგენად. მნიშვნელოვანია დოკუმენტი იყოს მაქსიმალურად ზუსტი, უშეცდომო და პირდაპირი, ვინაიდან ინვესტორები სწორედ აღნიშნულ დოკუმენტზე დაყრდნობით გადაწყვეტენ დააკმაყოფილებენ თუ არა თქვენს მოთხოვნას. კარგი საგრანტო განაცხადი უნდა მოიცავდეს პროექტის მიზნებს, ორგანიზაციის ინფორმაციას და თანხის ოდენობას რომელიც დაეხმარება მათ წარმატების მიღწევაში. მოცემული პროფესიონალური ვიზუალის მქონე საგრანტო განაცხადი წარმოადგენს ინფორმაციას თქვენი კომპანიის, პროექტის, მიზნებისა და ამოცანების, ბიუჯეტისა და დროის განრიგის შესახებ. მოცემული განაცხადის დოკუმენტი ასევე წარმოაჩენს კომპანიის მისიასა და ხედვას. შაბლონს ასევე აქვს ელექტრონული ხელმოწერის ვიჯეტი, რათა მარტივად მიიღოთ იურიდიული სტატუსის ხელმოწერები.
მოცემული მობილური აპლიკაციის შექმნის განაცხადის გამოყენებით, თქვენ მარტივად შეგიძლიათ აჩვენოთ კლიენტებს თუ რატომ უნდა განდოთ მასშტაბური აპლიკაციის პროექტები. პროფესიონალური და დახვეწილი განაცხადის შაბლონი წარმოადგენს კომპანიის შესავალს, კომპანიის მიმოხილვას, დეველოპმენტის პროცესს, შეთავაზებულ სერვისებს, პროექტის დეტალებს და ვადებს. თქვენ დეტალურად შეგიძლიათ აჩვენოთ თუ რა ეტაპებს გადის პროექტი დასრულებამდე - კვლევა და ანალიზი, საწყისი მოდელის შექმნა, კლიენტის და სერვერის მხარის ტექნოლოგიის შექმნა, ტესტირება, საცდელი და საბოლოო ვერსიის გაშვება. შაბლონი ასევე წარმოადგენს პროექტის აღწერას და სავარაუდო ფასს.
მოცემული შაბლონები ატარებენ სარეკომენდაციო ხასიათს. თუ თქვენ იყენეთ ფორმას კონტრაქტის სახით, ან აპირებთ პერსონალური ინფორმაციის შეგროვებას ან ნებისმიერი სხვა სახის იურიდიულ შედეგებთან შემხებლობას, ჩვენ გირჩევთ შეიტანოთ საჭირო ცვლილებები რათა უზრუნველყოთ ყველა სათანადო სამართლებრივ ნორმებთან შესაბამისობა.