ბრენდის წარმომადგენლის კონტრაქტი
შეაგროვეთ თქვენი ონლაინ მონაცემები Jotform-თან ერთად და აქციეთ ისინი პროფესიონალურ, ელეგანტურ PDF-ებად.
ხელშეკრულება თარიღით Monday, September 20, 2021 გაფორმდა მოცემულ მხარეებს შორის:
მიმოხილვა
კომპანია შპს ლუმიონი დაკავებულია _____ ის წარმოებითა და გაყიდვებით და მიზნად ისახავს გააფართოოს მისი, როგორც ბრენდის ცნობადობა და გაზარდოს გატიდვები; ბრენდის წარმომადგენელი ნიკო ნაგერვაძე არის საყოველთაოდ ცნობილი პიროვნება და აქვს უნარი გამოიყენოს თავისი გავლენა პროდუქციის მიმოხილვისა და მისი ეფექტურობის წარმოსაჩენად.
მონაწილე მხარეები თანხმდებიან რომ ბრენდის წარმომადგენელმა უნდა აწარმოოს კომპანიის ზრდასა ან განვითარებაზე ზემოქმედების პროცესი კომპანიასთან თანამშრომლობით კომპანიის სოციალური მედიის არხების გავლით, მათ შორის Twitter, Facebook, Instagram, Youtube და TikTok.
ანაზღაურების შეთანხმება
მონაწილე მხარეები ადასტურებენ, რომ კლიენტმა უნდა გადაიხადოს წინასწარ შეთანხმებული ოდენობა საკონტრაქტო თანხა 12000 ლარის ოდენობით, როგორც ბრენდის წარმომადგენლის მიერ გაწეული სრულყოფილი და დასრულებული სამუშაოებისა და კონტრაქტით გათვალისწინებული სხვა მოვალეობების კომპენსაცია.
კონფიდენციალურობა
ინფორმაციის მიმღები კისროლობს ვალდებულებას, რომ შეინახავს და დაიცავს კონფიდენციალურ ინფორმაციას გამჟღავნებისაგან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ინფორმაცია გადაეცა მის დასაქმებულს, წარმომადგენელს, კონსულტანტს, აფილირებულ საწარმოს, შუამავალს ან მრჩეველს (უფლებამოსილი პირი), რომლებსაც აქვთ ლეგიტიმური მიზეზი, იცოდნენ ეს ინფორმაცია, ამ შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე. ინფორმაციის მიმღებმა მხარემ უნდა უზრუნველყოს, რომ ნებისმიერმა უფლებამოსილმა პირმა, რომლისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა კონფიდენციალური ინფორმაცია, დაიცვას ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები.
დაუშვებელია ბრენდის წარმომადგენლის მიერ ნებისმიერი სხვა მიზნით ინფორმაციის შემდგომი დამუშავება ან გამჟღავნება, ასევე მესამე პირებისათვის გადაცემა თუ არ იარსებებს ინფორმაციის გამმჟღავნებელი მხარის თანხმობა.
ბრენდის წარმომადგენელი ვალდებულია, მიიღოს ისეთი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვას შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისაგან, შეცვლისაგან, გამჟღავნებისაგან, მოპოვებისაგან, ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო გამოყენებისა და შემთხვევითი ან უკანონო დაკარგვისაგან.
პერიოდი და შეწყვეტა
მოცემული ხელშეკრულება ქმედითია პედიოდით 6 თვე.
თუ რომელიმე მხარე გადაწყვეტს კონტრაქტის შეწყვეტას მის დასრულებამდე, მეორე მონაწილე მხარეს უნდა აცნობოს ხელშეკრულების შეწყვეტამდე 30 დღით ადრე.
წარმომადგენლობები და გარანტიები:
კომპანია აცნობიერებს და ადასტურებს, რომ:
(i) ბრენდის წარმომადგენელს აქვს შეუზღუდავი უფლებამოსილება და ნებართვა რათა შეასრულოს მოცემული ხელშეკრულებით აღებული მოვალეობები.
(ii) ბრენდის წარმომადგენლის მიერ მიწოდებული ნამუშევრები არის ორიგინალი;
(iii) ბრენდის წარმომადგენლის ნამუშევრები არ შეიცავს ცილისმწამებლურ, შეურაცხმყოფელ ან დისკრედიტაციის სახის კონტენტს ნებისმიერი პროდუქციის ან ბიზნესის მიმართ და არ არის კანონსაწინააღმდეგო.
ხელშეკრულების ცვლილება
დაუშვებელია მოცემულ კონტრაქტში ცვილებების შეტანა ორივე მონაწილე მხარის წერილობითი თანხმობის გარეშე.
მოცემული ხელმოწერით, მხარეები ადასტურებენ კონტრაქტის პირობებზე ნებაყოფლობით თანხმობას:
მოცემული ბრენდის წარმომადგენლის კონტრაქტის PDF შაბლონი მოიცავს ყველა ძირითად და აუცილებელ ელემენტს რათა ჩამოაყალიბოთ საქმიანი ურთიერთობა ბრენდის წარმომადგენელსა და კომპანიას შორის. მოცემული ბრენდის წარმომადგენლის კონტრაქტის შაბლონი უზრუნველყოფს მონაწილე მხარეების უფლებების დაცვას, ასევე მიუთითებს ხელშეკრულების პერიოდს და მოვალეობებს.
ბრენდის წარმომადგენელი არის პიროვნება რომლის დაქირავებაც ხდება კომპანიის ან ორგანიზაციის მიერ კონკრეტული ბრენდისა და მისი პროდუქციის ცნობადობის ამაღლებისა და პროდუქციის გაყიდვების ზრდის მიზნით. მოცემული ბრენდის წარმომადგენლის კონტრაქტი დაგეხმარებათ მარტივად ჩამოაყალიბოთ საქმიანი ურთიერთობა ბრენდის წარმომადგენელთან და მიუთითოთ ყველა საჭირო დეტალი - მონაწილე მხარეები, ანაზღაურების დეტალები, ხელშეკრულების პერიოდი, მხარეთა უფლება-მოვალეობები და ხელმოწერები.
მოცემული პარტნიორობის ხელშეკრულების PDF შაბლონი მოიცავს ყველა საჭირო და ძირითად პირობებს რომლების საჭიროა პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესაქმნელად. გამოიყენეთ მოცემული ნიმუში რათა სწრაფად შექმნათ პარტნიორობის შეთანხმების დოკუმენტები.
თითოეული პროექტისათვის სამშენებლო კონტრაქტის შექმნა შეიძლება იყოს საკმაოდ შრომატევადი დავალება - ამიტომაც უფრო პრაქტიკული და ეფექტური მეთოდია სტანდარტული შაბლონი რომელიც მარტივად შეგიძლიათ მოარგოთ და დაბეჭდოთ. Jotform გთავაზობთ სამშენებლო კონტრაქტის შაბლონს რათა გადმოწეროთ, დაარედაქტიროთ, დაამატოთ სურათები ან ლოგო, მოაწეროთ ხელი, დაბეჭდოთ ან შეინახოთ ჩანაწერებისათვის.
შექმენით პროფესიონალური კონსულტაციის ხელშეკრულებები, ასევე ცნობილი როგორც საკონსულტაციო კონტრაქტები კლიენტებისათვის მოცემული შაბლონის გამოყენებით. მომენტალურად გადმოწერეთ, დაბეჭდეთ და გააზიარეთ PDF დოკუმენტების სახით.
მოცემული შაბლონები ატარებენ სარეკომენდაციო ხასიათს. თუ თქვენ იყენეთ ფორმას კონტრაქტის სახით, ან აპირებთ პერსონალური ინფორმაციის შეგროვებას ან ნებისმიერი სხვა სახის იურიდიულ შედეგებთან შემხებლობას, ჩვენ გირჩევთ შეიტანოთ საჭირო ცვლილებები რათა უზრუნველყოთ ყველა სათანადო სამართლებრივ ნორმებთან შესაბამისობა.