იხილეთ ხდკ Moneris-ის შესახებ ან პირდაპირ დაუკავშირდით ჩვენს 24/7 მხარდაჭერის გუნდს!
Moneris არის კანადის მოწინავე გადახდის დამუშავების სისტემა 3 მილიონამდე ყოველწლიური ტრანზაქციებით. Moneris-ით სარგებლობისას თქვენ იხდით 2.65% ტრანზაქციის საკომისიოს, მორგებულ POS სისტემას და მერჩანტის სერვისებს, ასევე მეგობრულ 24/7 მომხმარებელთა მხარდაჭერას.
დიახ. Moneris გთავაზობთ მრავალ გადახდის დამუშავების სერვისს, მათ შორის მრავალფუნქციურ ონლაინ გადახდის გადაწყვეტილებებს. Jotform-ის Moneris ინტეგრაციით, თქვენ შეგიძლიათ უსაფრთხოდ შეაგროვოთ გადახდები სასურველი შეკვეთების, წევრობის, დონაციების, განაცხადის ან ნებისმიერი სხვა სასურველი ონლაინ ფორმის გავლით.
Moneris გახდევინებთ ფიქსირებულ 2.65% საკომისიოს თითოეულ ტრანზაქციაზე.
არა, Jotform არ იღებს რაიმე სახის ტრანზაქციის დამატებით საკომისიოს როდესაც სარგებლობთ Moneris ინტეგრაციით. თქვენ იხდით მხოლოდ სტანდარტულ Moneris ტარიფს.
თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ გადახდები Jotform-ის Moneris ინტეგრაციით თუ გაქვთ აქტიური Moneris ანგარიში. ამჟამად, Moneris ანგარიშები ხელმისაწვდომია მხოლოდ კანადაში არსებული მერჩანტებისათვის.
Moneris გადახდის ინტეგრაციის თქვენს ფორმაზე დამატება არის საკმაოდ მარტივი. გთხოვთ იხილეთ დეტალური გიდი როგორ დავაკავშირო Jotform Moneris ინტეგრაციას.
თქვენ დაგჭირდებათ თქვენი მაღაზიის ID და API ტოკენი რათა მომენტალურად დააკავშიროთ თქვენი Moneris ანგარიში JotForm-ს და დაიწყოთ გადახდების შეგროვება. მაღაზიის ID-ის ნახვა შესაძლებელია Moneris-სგან მიღებულ "მისალმების წერილში". თქვენი Moneris API ტოკენის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის მიჰყევით მოცემულ გიდს.
ჩვენი Moneris ინტეგრაციით, თქვენ შეგიძლიათ გაყიდოთ თქვენი პროდუქცია, შეაგროვოთ დონაციები და მიიღოთ სასურველი გადახდები მომხმარებლებისგან მრავალ ხელმისაწვდომ ვალუტაში.
დიახ. ჩვენი სენდბოქსის რეჟიმით, თქვენ შეგიძლიათ გატესტოთ თქვენი Moneris ინტეგრაცია რეალური საკრედიტო ბარათების გარეშე. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ Moneris ინტეგრაციის ან Moneris ტესტირების გიდს. თქვენ ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ მოცემულ გვერდს, რათა უფრო დეტალურად გატესტოთ თქვენი ინტეგრაცია.
თუ Moneris ინტეგრაციის ტესტირებისათვის თქვენ იყენებთ სენდბოქსის რეჟიმს, თქვენ შეგიძლიათ შეიყვანოთ ნებისმიერი უსაფრთხოების კოდი და მოქმედების თარიღი.
აღნიშნული შეცდომის შეტყობინება მიუთითებს რომ თქვენ მიერ შეყვანილი მაღაზიის ID ან API ტოკენი არ არის სწორი. გთხოვთ დარწმუნდით რომ Moneris ინტეგრაციაზე თქვენ მიერ შეყვანილი მონაცემები არის სწორი. თუ გჭირდებათ დახმარება აღნიშნული მონაცემების გასაახლებლად, გთხოვთ დაუკავშირდით Moneris-ის მხარდაჭერის გუნდს.