ბარათის ტიპის თუ კლასიკური: რომელი უნდა გამოვიყენო?

25 ივნისი, 2024

გადაწყვეტილების მიღების დროა – კლასიკური ფორმა თუ ბარათის ტიპის ფორმა?

ჩვენ გვესმის რომ ეს სრულიად დამოკიდებულია თქვენს სურვილებსა და საჭიროებებზე, მაგრამ თავი მოვუყარეთ ამ ორს შორის არსებული განსხვავებების სიას, თითოეული მათგანის გამოყენების უპირატესობებს და გამოყენების გავრცელებულ შემთხვევებს. ვიმედოვნებთ რომ მოცემული ძირითადი პუნქტები დაგეხმარებათ გადაწყვიტოთ თუ რომელი ვარიანტია უკეთესი თქვენი კონკრეტული საჭიროებისათვის.

რომელი ფუნქციონალია ხელმისაწვდომი მხოლოდ ბარათის ტიპის ფორმებისათვის?

ეს არის რამოდენიმე ახალი ფუნქციონალი რომელიც უნიკალურია მხოლოდ ბარათის ტიპის ფორმებისათვის:

ფორმის ველები

  • დიახ / არა ტიპის კითხვა – პირდაპირი ველი რომელზე პასუხის გაცემაც შესაძლებელია დიახ ან არა ვარიანტით, ან ნებისმიერი რამ რაც გულისხმობს პოზიტიურ / ნეგატიურ პასუხს.
ბარათის ტიპის თუ კლასიკური: რომელი უნდა გამოვიყენო? Image-1

დასურათებული დახურული კითხვა – მოცემული სურათების კონფიგურაცია შესაძლებელია რადიოღილაკების მსგავსად (სადაც ნებადართულია მხოლოდ ერთი ვარიანტის არჩევა) ან მოსანიშნი ველის მსგავსად (სადაც დართულია მრავალი ვარიანტის არჩევა).

ბარათის ტიპის თუ კლასიკური: რომელი უნდა გამოვიყენო? Image-2

მრავალხაზიანი კითხვა – ველი რომელსაც მრავალი მომხმარებელი ითხოვდა. ეს არსებითად საშუალებას გაძლევთ დაამატოთ ერთზე მეტი კითხვა თითოეულ ბარათზე. ამ მომენტისათვის ის მხარდაჭერილია ოთხი ძირითადი ველის მიერ: ტექსტური ველი, იმეილი, მობილური, და ჩამოსაშლელი.

ბარათის ტიპის თუ კლასიკური: რომელი უნდა გამოვიყენო? Image-3

ემოჯი სლაიდერი – ინტუიციური სლაიდერი რომელიც რიცხობრივი შეფასებისათვის იყენებს ემოჯი პიქტოგრამებს.

ბარათის ტიპის თუ კლასიკური: რომელი უნდა გამოვიყენო? Image-4

მიკროანიმაციები

მოცემული მოსახერხებელი ანიმაციების დამატება მოხდა მცირე მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალების გასაუმჯობესებლად. რათქმაუნდა ეს არ არის მხოლოდ ვიზუალური დანამატი, ისინი ასევე ემსახურებიან გარკევულ დანიშნულებას.

  • როდესაც დაფიქსირდება შეცდომა, მომხმარებლის ყურადღების მისაქცევად ბარათი ცოტათი შეირხევა.
  • ერთი ბარათიდან შემდეგზე გადასვლისას დამატებულია გადასვლის ეფექტები.

იმეილის დადასტურებისა და შეცდომების შემოწმების ჩაშენებული ფუნქციონალი

იმეილის ველი ახლა თვითონვე უზრუნველყობს იმეილის მისამართების დადასტურებას ვიჯეტებისა თუ მე-3 მხარის პლატფორმების გამოყენების გარეშე.

ბარათის ტიპის თუ კლასიკური: რომელი უნდა გამოვიყენო? Image-5
  • იმეილის ველს აქვს ასევე შეცდომების შემოწმებისა და მართლწერაში დაშვებული შეცდომების შესწორების შეთავაზების ჩაშენებული ფუნქციონალი.
ბარათის ტიპის თუ კლასიკური: რომელი უნდა გამოვიყენო? Image-6

მისამართის ავტომატური დასრულებისა და გეოლოკაციის ჩაშენებული ფუნქციონალი

მისამართის ველი ასევე უზრუნველყობს ავტომატური დასრულებისა და გეოლოკაციის სასარგებლო ფუნქციონალს.

ბარათის ტიპის თუ კლასიკური: რომელი უნდა გამოვიყენო? Image-7

ჩაშენებული პიქტოგრამები, ფონური სურათები და ვიდეოები

  • ფორმის მშენებლის მრავალ სექციაში თქვენ იხილავთ არაერთ ხატულასა თუ პიქტოგრამას (ტონობით მათგანს) რომლის გამოყენებაც შეგიძლიათ სურვილისამებრ.
ბარათის ტიპის თუ კლასიკური: რომელი უნდა გამოვიყენო? Image-8
  • ასევე სურათებს და ვიდეოებს რომელთა გამოყენება შესაძლებელია ფორმის ფონად.
ბარათის ტიპის თუ კლასიკური: რომელი უნდა გამოვიყენო? Image-9

ფორმის გაგრძელება მოგვიანებით

იხილეთ ასევე: ფორმების მოგვიანებით გაგრძელების გააქტიურება ბარათის ტიპის ფორმებში

გახსოვთ დრო როცა გჭირდებოდათ ორი ფორმის გამართვა რათა შეგენახათ თქვენი მომხმარებლის სესია ჩვენს სერვერებზე? ამჯერად, ეს შესაძლებელია სულ რაღაც რამოდენიმე კლიკით.

  • გააქტიურება როდესაც ფორმას აქვს 10+ კითხვა – ეს არის საწყისად არჩეული მნიშვნელობა. ის შეინახავს მომხმარებლის პროგრესს როდესაც ფორმას აქვს 10-ზე მეტი ველი.
  • ჩართული – ის შეინახავს მომხმარებლის პროგრესს. მისი გააქტიურება არ არის შესაძლებელი თუ ფორმას აქვს 4-ზე ნაკლები ველი.
  • გამორთული – ფორმა არ მოახდენს რაიმე სახის მონაცემების შენახვას. მომხმარებლებს მოუწევთ ფორმის თავიდან შევსება თუ გაგზავნამდე გამორთავენ მას.
ბარათის ტიპის თუ კლასიკური: რომელი უნდა გამოვიყენო? Image-10

ჭკვიანი ჩაშენება, მთლიანი ეკრანის რეჟიმი და ფორმის ჩაშენების სხვა ვარიანტები

ფუნქციონალის უფრო მეტად გასამარტივებლად, ჩვენ შევქმენით ბარათის ტიპის ფორმების თქვენ საიტზე ჩაშენების ჭკვიანი მეთოდი. ფორმის თქვენი ვებსაიტის დიზაინის შესაბამისად პროექტირების ნაცვლად, ფორმა ავტომატურად ეცდება საუკეთესოდ მოერგოს გვერდის ვიზუალსა და დიზაინს.

გარდა ამისა, ბარათის ტიპის ფორმებს აქვთ სრული ეკრანის რეჟიმი სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ დააჭირონ მთლიანი ეკრანის ხატულას ფორმის სრული ეკრანის განლაგებით შესავსებად. თქვენ ასევე შეგიძლიათ გააქტიუროთ ფუნქციონალი რომელიც ავტომატურად გახსნის თქვენს ფორმას მთლიან ეკრანზე.

  • ჭკვიანი ჩაშენება – საშუალება მოგვეცით მოვარგოთ ფორმა თქვენი ვებსაიტის დიზაინს.
  • მთლიანი ეკრანის რეჟიმი – სრული ეკრანის რეჟიმზე ავტომატური გადათვა.
ბარათის ტიპის თუ კლასიკური: რომელი უნდა გამოვიყენო? Image-11
  • ერთ ხაზზე განლაგებული ჩაშენება – როდესაც იხილავთ ჩაშენებულ ფორმას თქვენს ვებსაიტზე, თქვენ შენიშნავთ ლურჯ ფანქრის ლოგოს ზედა მარცხენა კუთხეში. აღნიშნული ღილაკი საშუალებას გაძლევთ შეცვალოთ ჩაშენებული ფორმის პარამეტრები.
ბარათის ტიპის თუ კლასიკური: რომელი უნდა გამოვიყენო? Image-12

როგორც კი დააკლიკებთ აღნიშნულ ღილაკს, თქვენ იხილავთ ჩაშენების მრავალ პარამეტრს:

ბარათის ტიპის თუ კლასიკური: რომელი უნდა გამოვიყენო? Image-13
  • მოტივტივე უკუკავშირის ღილაკი – აღნიშნული ჩაშენების კოდის პოვნა შესაძლებელია თქვენი ფორმის მშენებლისგამოქვეყნების სექციიდან. ის ჩასვამს ღილაკს გვერდის ნებისმიერ კუთხეში. თქვენ ასევე შეგიძლიათ სურვილისამებრ მოარგოთ ღილაკის პარამეტრები. ქვემოთ მოცემულია მაგალითი თუ როგორ გამოიყურება ის ვებსაიტზე.
ბარათის ტიპის თუ კლასიკური: რომელი უნდა გამოვიყენო? Image-14

მისალმების გვერდი

მაშინ როდესაც კლასიკური განლაგების ფორმებში ამისი მიღწევა შესაძლებელია ტექსტური ველების, გვერდის წყვეტის, სურათისა და სათაურის ველების გამოყენებით, ბარათის ტიპის ფორმებს ამისათვის გააჩნიათ ჩაშენებული ფუნქციონალი.

მისალმების გვერდის რედაქტირება – ფორმის მშენებლის ზედა ნაწილში, თქვენ იხილავთ მისალმების გვერდის რედაქტირების ღილაკს. ეს საშუალებას გაძლევთ მოარგოთ პირველ გვერდზე ნაჩვენები ტექსტები, გამოყენებული პიქტოგრამები, კითხვების რაოდენობა, ან სრულიად წაშალოთ მისალმების გვერდი.

ბარათის ტიპის თუ კლასიკური: რომელი უნდა გამოვიყენო? Image-15

რომელი ფუნქციონალი არ არის ხელმისაწვდომი ბარათის ტიპის ფორმებში?

არის ზოგიერთი ფუნქციონალი რომელიც განზრახ იქნა წაშლილი ბარათის ტიპის ფორმებში. ეს ყველაფერი ემსახურება ფორმის ახალი აგებულების ვიზუალისა და დიზაინის მორგებას.

მადლობის გვერდი

მოკლედ, არ მომხდარა მისი არსობრივად წაშლა, უბრალოდ ბარათის ტიპის ფორმებისათვის ის გადავიდა ფორმის მშენებლის ქვედა ნაწილში.

მადლობის გვერდის რედაქტირება – მოცემული ფუნქციონალის სექცია გადავიდა პარამეტრების ჩანართიდან ფორმის მშენებლის ქვედა ნაწილში, ფორმის შექმნის პროცესის გასამარტივებლად. ამგვარად, მომხმარებლებს შეუძლიათ დაიწყონ მისალმების გვერდით (ზედა ნაწილი) > დაამატონ ფორმის ველები (შუა ნაწილი) > შემდეგ დაასრულონ მადლობის გვერდით (ქვედა ნაწილი).

ბარათის ტიპის თუ კლასიკური: რომელი უნდა გამოვიყენო? Image-16

 

საკუთარი CSS

დიახ, მრავალ მომხმარებელს აინტერესებდა რატომ მოხდა მოცემული ფუნქციონალის ამოღება როგორც ფორმის მშენებლიდან, ასევე ყველა ვიჯეტისათვის. ბარათის ტიპის ფორმების მიზანია თქვენი ფორმის შექმნის პროცესის მაქსიმალურად გამარტივება. ეს კი განპირობებულია მრავალი ახალი მზა ფერთა პალეტის, სურათების და ჩაშენებული ფუნქციონალის შემოთავაზებით.

თუ თქვენ ფიქრობთ რომ აღნიშნული ფუნქციონალი უნდა იყოს ხელმისაწვდომი ორივე ტიპის ფორმებისათვის, გთხოვთ გვაცნობეთ კომენტარის / რჩევის სახით ქვემოთ, ან გახსენით დახმარების ფორუმის ახალი ბილეთი, ასე რომ შეგვეძლება გავუზიაროთ თქვენი უკუკავშირი გუნდს.

ვიჯეტები

ზოგიერთი ვიჯეტი გამიზნულად ამოღებულია ბარათის ტიპის ფორმებიდან. ამისივე მიზანიც ბარათის ტიპის ფორმების დიზაინისა და ფუნქციონალის არსებულ ვიჯეტებთან შესაბამისობის შენარჩუნებაა. თუ თქვენ მოძებნეთ ვიჯეტი და არ არის ხელმისაწვდომი, ესეიგი ის ამოღებულია ბარათის ტიპის ფორმებიდან.

როდის უნდა გამოვიყენო ბარათის ტიპის ფორმები?

გსურთ შექმნათ სწრაფი და მოკლე ფორმები? გამოიყენეთ ბარათის ტიპის ფორმები! ბარათის ტიპის ფორმები არის იდეალური, მაგრამ არამარტო, რეგისტრაციის ფორმებისათვის, სიახლეების გამოწერისათვის და გამოკითხვებისათვის. ამ ყველაფრის მიზანია მომხმარებელთა ჩართულობის და ფორმის შევსების რაოდენობის გაზრდა.

როდის უნდა გამოვიყენო კლასიკური ტიპის ფორმები?

ქმნით მომხმარებლის მიღების ან სამსახურის განაცხადის ფორმას? გამოიყენეთ კლასიკური ფორმა! მოცემული ტიპის ფორმებს როგორც წესი აქვთ მრავალი შესავსები ველი. ასე რომ, ტრადიციოული განლაგების გამოყენება იქნება უკეთესი მიდგომა. ასევე, თუ თქვენი ფორმა საჭიროებს პიქსელების სიზუსტის დიზაინს, კლასიკური ფორმა უნდა იყოს თქვენი პირველი არჩევანი საკუთარი CSS-ის შეყვანის ფუნნქციონალიდან გამომდინარე.

ჩვენი მოსაზრებები? გადაწყვეტილება თუ ფორმის რომელ აგებულებას გამოიყენებთ არის სრულიად დამოკიდებული თქვენს პერსონალურ საჭიროებებზე. მაგრამ ეს არ გიშლით ხელს გამოიყენოთ ბარათის ტიპის ფორმები ნებისმიერ სასურველ შემთხვევაში. გიდები და შეთავაზებები ჩამოთვილი #3 და #4 პუნქტებში არის ბარათის ტიპის ფორმის გამოყენების იდეალური შემთხვევები, მაგრამ თქვენ კვლავ შეგიძლიათ შექმნათ გრძელი და კომპლექსური ფორმები ბარათის ტიპის ფორმების გამოყენებით.

დაუკავშირდით მხარდაჭერის გუნდს:

ჩვენი მხარდაჭერის გუნდი ხელმისაწვდომია 24/7 და პასუხის საშუალო დრო შეადგენს ერთიდან ორ საათამდე პერიოდს.
დაგვიკავშირდით

მხარდაჭერის ფორუმი: https://www.jotform.com/answers/

დაუკავშირდით მხარდაჭერის გუნდს: https://www.jotform.com/contact/

კომენტარის გაგზავნა:

Jotform Avatar
This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.

Podo Comment იყავით პირველი ვინც დააკომენტარებს.