როგორ შემოვიტანოთ თქვენი ფორმები Typeform-დან Jotform-ში?

20 ოქტომბერი, 2021

გსურთ თქვენი ფორმების მიგრაცია Typeform-დან Jotform-ში? მოცემული სტატია დაგეხმარებათ გაიგოთ თუ როგორ შეძლებთ ამას. პირველად, დააკოპირეთ იმ ფორმის URL მისამართი რომლის შემოტანაც გსურთ, შემდეგ მიჰყევით ქვემოთ მოცემულ ნაბიჯებს:

1. გადადით ჩემი ფორმების გვერდზე.

2. დააკლიკეთ ფორმის შექმნის ღილაკს.

როგორ შემოვიტანოთ თქვენი ფორმები Typeform-დან Jotform-ში? Image-1

3. ფორმის განლაგების არჩევის სექციაზე, დააკლიკეთ ნებისმიერ განლაგებას (არ აქვს მნიშვნელობა რომელს აირჩევთ ვინაიდან ფორმის შემოტანა ყოველთვის მოხდება ბარათის ტიპის ფორმის სახით. თქვენ შეგიძლიათ მისი შეცვლა მოგვიანებით მოცემული გიდის გამოყენებით.)

როგორ შემოვიტანოთ თქვენი ფორმები Typeform-დან Jotform-ში? Image-2

4. აირჩიეთ ფორმის შემოტანა.

როგორ შემოვიტანოთ თქვენი ფორმები Typeform-დან Jotform-ში? Image-3

5. შემდეგ აირჩიეთ ვებ-გვერდიდან და ჩასვით TypeForm-ის URL მისამართი და დააკლიკეთ გაგრძელებას.

როგორ შემოვიტანოთ თქვენი ფორმები Typeform-დან Jotform-ში? Image-4

ესეც ასე! ამის შემდეგ, მოხდება თქვენი გადამისამართება ფორმის მშენებელზე სადაც შეგიძლიათ დაიწყოთ მუშაობა თქვენს ახლად იმპორტირებულ ფორმაზე.

გაითვალისწინეთ:

თუ ფორმა რომლის იმპორტირებაც გსურთ არის პირადი, მოცემული მეთოდი არ იმუშავებს. ასევე, თუ თქვენს TypeForm ფორმას აქვს პირობითი ლოგიკა, არ მოხდება მისი იმპორტირება Jotform-ში.

თამამად დაწერეთ კომენტარი ან რჩევა კომენტარის სახით ქვემოთ. თუ გაქვთ რაიმე სახის კითხვა, გახსენით ბილეთი ჩვენს მხარდაჭერის ფორუმზე – მოხარული ვიქნებით დაგეხმაროთ.

დაუკავშირდით მხარდაჭერის გუნდს:

ჩვენი მხარდაჭერის გუნდი ხელმისაწვდომია 24/7 და პასუხის საშუალო დრო შეადგენს ერთიდან ორ საათამდე პერიოდს.
დაგვიკავშირდით

მხარდაჭერის ფორუმი: https://www.jotform.com/answers/

დაუკავშირდით მხარდაჭერის გუნდს: https://www.jotform.com/contact/

კომენტარის გაგზავნა:

Jotform Avatar
This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.

Podo Comment იყავით პირველი ვინც დააკომენტარებს.