ბანკინგის ფორმები

6 შაბლონები

ანგარიშის გახსნის ფორმა

ანგარიშის გახნის ფორმის შევსება ხდება მომხმარებლის მიერ რომელსაც სურს ბანკში ან სხვა ფინანსურ დაწესებულებაში ანგარიშის გახსნა. ფორმა უზრუნველყოფს ყველა მნიშვნელოვანი დეტალის შეგროვებას, როგორიცაა საკონტაქტო ინფორმაცია, ყოველთვიური ხელფასი, სახლის მისამართი და მრავალი სხვა, ასე რომ ბანკს აქვს ახალი საბანკო ანგარიშის გასახსნელად საჭირო ყველა ინფორმაცია. კლიენტების მიერ ქაღალდის ფორმების შევსების ნაცვლად, რომელსაც რომელსაც ასევე სჭირდება სკანირება და თქვენს სისტემაში ატვირთვა, მარტივად გამოიყენეთ მოცემული სრულიად უფასო ანგარიშის გახსნის ფორმის შაბლონი რათა სწრაფად და მარტივად შეაგროვოთ საჭირო ინფორმაცია. დაემშვიდობეთ ქაღალდის არაეფექტურ ფორმებს, უკეთესად მართეთ თქვენი ჩანაწერები და გააუმჯობესეთ კლიენტთა მიღების პროცედურა. აუცილებლად მოარგეთ ანგარიშის გახსნის ფორმის შაბლონი თქვენს მოთხოვნებს: აიღეთ და ჩასვით ინფორმაციის სასურველი ველები, დაურთეთ დოკუმენტების ასატვირთად განკუთვნილი ფაილის ატვირთვის ველი, ან დააკავშირეთ ფორმა ჩვენს 100+ აპლიკაციის ინტეგრაციას. არ აქვს მნიშვნელობა თუ როგორ მოარგებთ თქვენს შაბლონს, თქვენ მარტივად შეძლებთ სამუშაო პროცესების დაჩქარებას, დაზოგავთ ღირებულ დროსა და ძალისხმევას.

სადებეტო ბარათის განაცხადის ფორმა

სადებეტო ბარათი საშუალებას აძლევს მომხმარებლებს გადაიხადონ ნაღდი ფულის ნაცვლად პლასტიკური ბარათით, ფულით რომელიც დაკავშირებულია თავიანთ საბანკო ანგარიშთან. თუ თქვენ წარმოადგენთ ბანკს ან სხვა საფინანსო დაწესებულებას რომელიც ახდენს ტრადიციული სადებეტო ბარათების გაცემას, ჩვენი სადებეტო ბარათის სრულიად უფასო ფორმა დაგეხმარებათ შეუფერხებლად მიიღოთ განაცხადები ონლაინ და დააჩქაროთ თქვენი ბარათების გაცემის პროცესი. კლიენტებს შეუძლიათ წარმოადგინონ თავიანთი პერსონალური ინფორმაცია, ანგარიშის სასურველი ტიპი და ელექტრონული ხელმოწერა - ყველაფერი ერთი ფორმის გავლით. ფორმის მონაცემები გაიგზავნება თქვენს დაცულ Jotform ანგარიშში, საიდანაც მარტივად შეძლებთ იხილოთ და მართოთ კლიენტთა განაცხადები. მოარგეთ თქვენი სადებეტო ბარათი განაცხადის ფორმა თქვენი დაწესებულების მოთხოვნებს ჩვენი ინტუიციური ფორმის მშენებლის გამოყენებით. თქვენ შეძლებთ ნებისმიერი სახის კოდის წერის გარეშე ფორმის სასურველი ველების დამატებას, შაბლონის დიზაინის შეცვლას და თუნდაც თქვენი კომპანიის ლოგოს ატვირთვას. თუ თქვენი განაცხადი მოითხოვს დამატებით დოკუმენტებს, მარტივად დაამატეთ ფაილის ატვირთვის ველი რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს ატვირთონ სასურველი ფაილები თავიანთი კომპიუტერიდან ან მობილური მოწყობილობიდან! დამატებითი ეფექტურობისათვის, დააკავშირეთ ფორმა მესამე მხარის აპლიკაციებთან რათა ავტომატურად გაუგზავნოთ ფორმის მონაცემები თქვენს სხვა ონლაინ ანგარიშებს, როგორიცაა მაგალითად Google Drive, Dropbox, Slack და Airtable. მოცემული სადებეტო ბარათის განაცხადის ფორმა არის იდეალური საშუალება განაცხადების მიღების პროცესის გასაუმჯობესებლად როგორც თანამშრომლების ასევე კლიენტებისათვის.

საბანკო ანგარიშის რეგისტრაციის ფორმá

საბანკო ანგარიშის რეგისტრაციის ფორმა გამოიყენება ახალი საბანკო ანგარიშის გასახსნელად საჭირო ყველა დეტალის შესაგროვებლად. გააციფრულეთ თქვენი ბანკის ან საფინანსო დაწესებულების საბანკო ანგარიშის რეგისტრაციის პროცესი ჩვენი სრულიად უფასო ფორმის შაბლონის გამოყენებით! თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ახალი ანგარიშის გასახსნელად საჭირო ყველა ინფორმაცია, როგორიცაა საკონტაქტო დეტალები, ოჯახური მდგომარეობა, მოქალაქეობა და მრავალი სხვა. ფორმის ყველა მონაცემი უსაფრთხოდაა შენახული თქვენს Jotform ანგარიშში, რომელიც დაცულია 256 ბიტიანი SSL, GDPR შესაბამისობით, CCPA შესაბამისობით და PCI შესაბამისობით. ჩვენი ინტუიციური ფორმის მშენებელი საშუალებას გაძლევთ მარტივად მოარგოთ ფორმის დიზაინი თქვენი საფინანსო დაწესებულებას - შეცვალეთ ფონტები და ფერები, დაურთეთ სასარგებლო ვიჯეტები, დოკუმენტების მისაღებად განკუთვნილი ფაილის ატვირთვის ველი ან თუნდაც თქვენი კომპანიის ლოგო. თუ გსურთ ფორმის მონაცემების გაგზავნა თქვენი სხვა ონლაინ ანგარიშებისათვის, როგორიცაა Google Drive, Airtable, Slack ან Trello - აუცილებლად გამოიყენეთ ჩვენი ინტეგრაციები.

ტექნიკის დროებით სარგებლობაში გადაცá

გამოიყენეთ მოცემული ფორმა რათა მოახდინოთ დაწესებულებიდან დროებით სარგებლობაში წაღებული ტექნიკის/მოწყობილობის/აღჭურვილობის სათანადო ჩაწერა. მოცემული ფორმა მოიცავს ველებს რომლებიც აგროვებენ ყველა საჭირო ინფორმაციას - ტექნიკის/მოწყობილობის დასახელება, მსესხებელი პირი, წაღებისა და დაბრუნების დეტალები, წესები და პირობები. თქვენ ასევე შეგიძლიათ მარტივად დაბეჭდოთ თქვენი ფორმა ან გადმოწეროთ PDF დოკუმენტის სახით.

სესხის განაცხადის ფორმა

ვინაიდან უფრო და უფრო მეტი ინფორმაცია მოითხოვება სესხის განაცხადისათვის, თქვენ გჭირდებათ ახალი მეთოდი განაცხადების სწრაფად და ეფექტურად დასამუშავებლად. მოცემული სესხის განაცხადის ფორმა საშუალებას აძლევს მომხმარებლებს გაგიზიარონ თავიანთი საკონტაქტო ინფორმაცია, ისტორია და შემოსავლის ინფორმაცია. თქვენ შეგიძლიათ მოარგოთ მოცემული შაბლონი თქვენს მოთხოვნებს, დაამატოთ თქვენი ლოგო, თემები, ფერები, ჩასვათ თქვენს ვებსაიტზე ან გამოიყენოთ ცალკეული ფორმა.

ბიზნეს სესხის განაცხადის ფორმა

მოცემული შაბლონი ეხმარება პატარა და საშუალო ბიზნესის მფლობელებს მარტივად შეიტანონ განაცხადი სესხის მისაღებად და წარმოადგინონ დეტალები როგორიცა პერსონალური ინფორმაცია, პროექტის დეტალები, ფინანსური ინფორმაცია და სესხის დეტალები. გამოიყენეთ ფორმის მშენებელი და მარტივად მოარგეთ შაბლონი თქვენი ბიზნესის მოთხოვნებს - გამოიყენეთ ვიჯეტები, დაამატეთ თქვენი ლოგო, აირჩიეთ თემა და ფერები, ჩასვით ფორმა თქვენს ვებსაიტზე ან გააზიარეთ ლინკის გამოყენებით.

About ბანკინგის ფორმები

არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს საკრედიტო ბარათის განაცხადის ფორმა, სესხის აპლიკაციის ფორმა სტუდენტებისათვის, უძრავი ქონების მყიდველთათვის ან ბიზნესისათვის, ბანკებს სჭირდებათ მარტივი მეთოდი განაცხადების სამართავად. Jotform-ის მორგებადი ონლაინ საბანკო ფორმის შაბლონები ეხმარება ბანკებს მსოფლიო მასშტაბით შეაგროვონ საჭირო ინფორმაცია გამარტივებულად. დასაწყებად, აირჩიეთ საბანკო ფორმის სასურველი ნიმუში ან შექმენით ახალი ფორმა. თქვენს საბანკო ფორმის შაბლონზე ჩართულობის გასაზრდელად, დაამატეთ მრავალფუნქციური ვიჯეტები და აპლიკაციები Jotform-ის ვრცელი კოლექციიდან.

სცადეთ ჩვენი ერთ-ერთი უფასო ონალინ საბანკო ფორმის შაბლონი დღესვე!