ცხოველთა თავშესაფრის ფორმები
About ცხოველთა თავშესაფრის ფორმები
დაეხმარეთ ცხოველებს იპოვონ ბედნიერი და თბილი ოჯახები ჩვენი უფასო, სრულად მორგებადი ცხოველების თავშესაფრის უფასო ფორმებს გამოყენებით! შექმენით მძლავრი, პერსონალური ფორმები რათა მომენტალურად მიიღოთ დონაციები, ცხოველების აყვანის განაცხადები, მოხალისეებისა და თანამშრომლების აპლიკაციები ონლაინ. დასაწყებათ, მარტივად აირჩიეთ ფორმის შაბლონი ქვემოთ, მოარგეთ ის თქვენს საჭიროებებს და ჩასვით თქვენი შავშესაფრის ვებსაიტზე გამოხმაურებების მისაღებად. ონლაინ თავშესაფრის ფორმების გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ შეამციროთ ქაღალდის ფორმების გამოყენება, მოახდინოთ ჩანაწერების გონივრული ორგანიზება და შეინახოთ ყველა მონაცემი უსაფრთხოდ თქვენს JotForm-ის ანგარიშში, რომელზე წვდომაც მარტივია თქვენთვის და თქვენი კოლეგებისათვის ნებისმიერი მოწყობილობის გამოყენებით.
თქვენ არ დაგჭირდებათ არანაირი ტექნიკური მეთოდების სწავლა თქვენი ცხოველების თავშესაფარის ფორმების მოსარგებად - ჩვენი მეგობრული სისტემის მქონე ფორმის მშენებლის გამოყენებით, სასურველი დიზაინის მისაღებად თქვენ გჭირდებათ მხოლოდ ელემენტების აღება და ჩასმა. არანაირი დამატებითი ცოდნა არ არის საჭირო! დაამატეთ თქვენი თავშესაფრის ლოგო, თქვენი ცხოველების ფოტოები, ატვირთეთ ახალი ფონური სურათი ან შეცვალეთ ფონტები ჭეშმარიტად უნიკალური ვიზუალისათვის. რატომაც არ აირჩევდით შინაური ცხოველების ან ცხოველების ფორმის თემებს JotForm-ის თემების გალერიიდან? თქვენი ფორმისთვის სასურველი ვიზუალისა და ბრენდინგის მინიჭებით თქვენ შეგიძლიათ წაახალისოთ განაცხადები, დონაციები და ონლაინ ინტერაქცია თქვენი ცხოველების თავშესაფრისათვის.
300-ზე მეტი ხელმისაწვდომი ვიჯეტი და 130-ზე მეტი აპლიკაციის ინტეგრაცია საშუალებას გაძლევთ თქვენ თვითონვე გადაწყვიტოთ თუ რა ფუნქციონალს შესძენთ ცხოველთა თავშესაფრის ფორმებს. თქვენს CRM სისტემაში ახალი კონტაქტების შესაქმნელად მოახდინეთ ინტეგრირება აპლიკაციებთან როგორიცაა HubSpot, Salesforce ან Zoho, გააგზავნეთ დადასტურების იმეილი ფორმის თითოეული გამოხმაურებისათვის ავტომოპასუხე იმეილის გამოყენებით ან გადაეცით ფორმის მონაცემები Slack-ს, Airtable-ს ან Google Drive-ს რათა უკეთესად იმუშაოთ თქვენს თანამშრომლებთან ერთად. და თუ თქვენ გსურთ აყვანის ან განაცხადის საფასურის მიღება ონლაინ, მარტივად მოახდინეთ თქვენი ფორმის ინტეგრირება სანდო გადახდის სისტემებთან როგორიცაა Square ან PayPal. არ აქვს მნიშვნელობა თუ როგორ აპირებთ თქვენი ცხოველთა თავშესაფრის ფორმის მორთვას, ერთი რამ აშკარად ნათელია - ქაღალდის ფორმებზე დამშვიდობებით თქვენ დაზოგავთ ღირებულ დროსა და ფულს რომლის უკეთესად მოხმარებაც შესაძლებელია თქვენს ცხოველებზე.