ეძებთ ინფორმაცია CardConnect-ის შესახებ? მაშინ, იხილეთ CardConnect-ის შესახებ ხშირად დასმული კითხვები ან დაუკავშირდით ჩვენს 24/7 მხარდაჭერის გუნდს!
CardConnect არის გადახდის სისტემა რომელიც საშუალებას აძლევს მერჩანტებს მიიღონ საკრედიტო ბარათის გადახდები ვებსაიტების გავლით, ისინი ბაზარზე არიან 2006 წლიდან.
CardConnect საშუალებას გაძლევთ დაამუშაოთ გადახდები ონლაინ ან თქვენი მობილური მოწყობილობის გამოყენებით. დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გიდს CardConnect გადახდის დამუშავების შესახებ.
CardConnect წარმოადგენს 50,000-ზე მეტი მერჩანტის სანდო პარტნიორს მსოფლიო მასშტაბით. აღნიშნულ კომპანიას დაპატენტებული აქვს ტოკენიზაციისა და დაშიფრვის ალგორითმები რათა დაამუშაოს მონაცემები. გარდა ამისა, JotForm-ის CardConnect ინტეგრაციის გავლით, თქვენ შეგიძლიათ დაიცვათ თქვენი გადახდის ფორმები PCI დონე II შესაბამისობით და 24/7 მომხმარებელთა მხარდაჭერით. დამატებითი დეტალებისათვის, გთხოვთ ეწვიეთ JotForm-ის უსაფრთხოების გვერდს.
CardConnect ჰოსტირებული გადახდის გვერდი (HPP) არის დაცული ონლაინ გადახდის გვერდი სადაც გადახდის დეტალების (საკრედიტო ბარათის ინფორმაცია) შეგროვება ხდება უსაფრთხო სახით.
JotForm-ში თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ონლაინ ფორმა და დააკავშიროთ თქვენს CardConnect ანგარიშს. თქვენ მარტივად შეგიძლიათ ჩასვათ აღნიშნული ფორმა თქვენს ვებსაიტზე რათა უსაფრთხოდ შეაგროვოთ სასურველი გადახდები. დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიეთ მოცემულ გიდს: როგორ დავაკავშირო ფორმა CardConnect ინტეგრაციას.
თქვენი ფორმების გავლით მიღებული CardConnect გადახდების თანხის დაბრუნება შეგიძლიათ CardConnect-ის პანელიდან. თანხის დაბრუნების ფუნქციონალის სანახავად, თქვენ შეგიძლიათ ტრანზაქციების ჩამონათვალზე აირჩიოთ სასურველი ტრანზაქცია.