იხილეთ Braintree-ს შესახებ ხშირად დასმული კითხვები და მიიღეთ პასუხები. ან დაუკავშირდით ჩვენს 24/7 მხარდაჭერის გუნდს!
Braintree არის უნივერსალური გადაწყვეტილება, რომელიც საშუალებას გაძლევთ მარტივად მიიღოთ გადახდები ვებსაიტებსა და აპლიკაციებში. ის არის იდეალური ნებისმიერი სახის ორგანიზაციისათვის და გააჩნია ყველა საჭირო ხელსაწყო, რათა დაიწყოთ ონლაინ გადახდების მიღება. Braintree გთავაზობთ სრული პაკეტის გადახდის სისტემას თქვენზე მორგებული ფუნქციონალით.
Braintree გადახდის სისტემა უზრუნველყოფს კავშირს საბანკო დაწესებულებებთან, რათა შეძლოთ თქვენი მომხმარებლებისგან თანხის მიღება ონლაინ. Braintree არ არის მხოლოდ გადახდის სისტემა, ის ასევე არის უნივერსალური გადახდის პლატფრომა, რომელიც საშუალებას გაძლევთ მარტივად მიიღოთ გადახდები. როდესაც იყენებთ Braintree-ს, თქვენ აღარ გიწევთ დამატებითი გადახდის სისტემის ან კომერციული ანგარიშის გამოყენება.
აღნიშნული სერვისები გთავაზობთ სხვადასხვა ფუნქციონალს, ფასებს და პირობებს. Jotform-ის პლატფორმასთან მიმართებაში, Braintree-ს ინტეგრაცია საშუალებას გაძლევთ მიიღოთ მხოლოდ საკრედიტო ბარათის გადახდები, თქვენი ფორმიდან სხვა საიტზე გადამისამართების გარეშე. ხოლო Jotform-ის PayPal ინტეგრაციების შემთხვევაში, მომხმარებლის გადახდის გამოცდილება დამოკიდებულია თქვენ მიერ გამოყენებულ PayPal ინტეგრაციაზე, ის ასევე საშუალებას გაძლევთ მიიღოთ პირდაპირ PayPal გადახდები.
პასუხი დამოკიდებულია თქვენი ბიზნესის მოთხოვნებზე. თუ თქვენი მიზანია მიიღოთ საკრედიტო ბარათის გადახდები ფორმიდან სხვა საიტზე გადამისამართების გარეშე, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ მოცემული Braintree გადახდის ინტეგრაცია ყოველთვიური საკომისიოს გარეშე; ხოლო მსგავსი PayPal Pro ინტეგრაცია ღირს ყოველთვიურად 30$. გარდა ამისა, Braintree-ს საკრედიტო ბარათით გადახდების საკომისიო საერთაშორისო ტრანზაქციებისათვის არის ბევრად უკეთესი, ვიდრე PayPal Pro-ს შემთხვევაში.
დიახ, Braintree არის PayPal-ის ნაწილი. PayPal-მა შეიძინა ის 2013 წელს.
ინტუიციური სამომხმარებლო ინტერფეისი არის Braintree-ს ფუნქციონალი, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია მომხმარებლის გადახდის ინტერფეისის შექმნა. ის საშუალებას გაძლევთ შექმნათ პრეფორმატირებული ფორმა და დააკავშიროთ თქვენს აპლიკაციას ან ვებსაიტს.
მაგრამ თქვენ შეგიძლიათ იმავეს გაკეთება Jotform-ის გამოყენებითაც, როგორც კი დააკავშირებთ თქვენს ფორმას Braintree-ს. თქვენ შეგიძლიათ შესთავაზოთ მრავალფუნქციური UI თქვენს მომხმარებლებს. Braintree გადახდების მისაღებად, გთხოვთ ეწვიეთ აღნიშნულ ლინკს.
Braintree ახდენს გადახდის მონაცემების (მაგ. საკრედიტო ბარათის დეტალები) ერთჯერადი სახის გადაცემას. შესაბამისად გადახდის სენსიტიური ინფორმაცია უსაფრთხოდ გადაეცემა Braintree-ს სერვერებს.
ჰოსტირებული ველები არის Braintree-ს მიერ წარმოდგენილი მოქნილი და მორგებადი გადაწყვეტილება, რომელიც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ საკრედიტო ბარათის გადახდები მათი JavaScript SDK-ს გამოყენებით. როდესაც ხდება ჰოსტირებული ველების გამოყენება, გადახდის სენსიტიური ინფორმაცია მუშავდება უშუალოდ თქვენს ვებ-გვერდზე. ჰოსტირებული ველების გადაწყვეტილება გამოიყენება Jotform-ის Braintree ინტეგრაციის მიერ. ჰოსტირებული ველების გამოყენება უზრუნველყოფს გადახდის მონაცემების უსაფრთხო გადაცემას, ასე რომ ისინი არასდროს შეინახება Jotform-ის სერვერებზე.
You can check out Drop-in vs Hosted Fields in the referred page.
თქვენ შეგიძლიათ მარტივად შექმნათ Braintree-თან დაკავშირებული საკრედიტო ბარათით გადახდის ფორმა Jotform-ის ინტუიციური ფორმის მშენებლის გამოყენებით. რაც მთავარია, თქვენ არ გიწევთ რაიმე სახის კოდის წერა. ჩვენი ფორმის მშენებელი საშუალებას გაძლევთ შექმნათ თქვენი საკუთარი, Braintree-სთან დაკავშირებული უნიკალური საკრედიტო ბარათის ფორმა რამოდენიმე წუთში!
როგორც კი შექმნით სასურველ ფორმას და დააკავშირებთ Braintree-ს ინტეგრაციას, თქვენ მიიღებთ თქვენი ფორმის უნიკალურ ლინკს რომელსაც გაუზიარებთ თქვენს მომხმარებლებს. სურვილისამებრ, ასევე შესაძლებელია თქვენი გადახდის ფორმის თქვენს ვებსაიტზე ჩაშენება.
Braintree-ს სტანდარტული საკომისიოა 2.9% + 0.30$ თითოეული ტრანზაქციისათვის. არ არსებობს რაიმე სახის ყოველთვიური საკომისიო.
Braintree უზრუნველყოფს პროდუქციისა და სერვისების გაყიდვის უნივერსალურ გადაწყვეტილებას. Braintree-ს გადახდის ინტეგრაცია ასევე მოიცავს კომერციულ ანგარიშს.
SDK არის პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერის ნაკრები. მისი ძირითადი მიზანია აპლიკაციებისა და ინტეგრაციების შექმნის გამარტივება. Braintree გთავაზობთ Android, iOS და JavaScript SDK-ებს. Jotform იყენებს JavaScript SDK-ს, რათა საშუალება მოგცეთ მარტივად და უსაფრთხოდ მიიღოთ გადახდები თქვენი ფორმების გავლით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ JavaScript SDK-ს, გადახდის ფორმები სრულიად მორგებულია როგორც დესკტოპ, ასევე მობილურ მოწყობილობებს.
თუ გსურთ მობილური ფორმის შექმნა, თქვენ შეგიძლიათ ეწვიოთ მოცემულ გვერდს.
Braintree-ს სტანდარტული საკომისიოა 2.9% + 0.30$ თითოეულ ტრანზაქციაზე. დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ ეწვიეთ Braintree-ს ფასების გვერდს.
Jotform არ გახდევინებთ დამატებით საკომისიოებს. მიუხედავად ამისა, ჩვენი უფასო პაკეტით შესაძლებელია ყოველთვიურად მაქსიმუმ 10 გადახდის მიღება. თუ გსურთ ყოველთვიურად მიიღოთ 10-ზე მეტი გადახდა, თქვენ დაგჭირდებათ გადახვიდეთ სასურველ ფასიან Jotform პაკეტზე.
დიახ, თუ თქვენ არ გაქვთ Braintree-ს ანგარიში, მოგიწევთ მისი დარეგისტრირება.
Braintree ხელმისაწვდომია ამერიკაში, კანადაში, ავსტრალიაში, ევროპაში, სინგაპურში, ჰონგ-კონგში, მალაიზიასა და ახალ ზელანდიაში. სრული სიის სანახავად, მიჰყევით მოცემულ ლინკს.
დიახ, Braintree-ს გამოყენებით შესაძლებელია პერიოდული გადადების მიღება.
დიახ, მხარდაჭერილია ორნაბიჯიანი ბარათის გადახდები. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ გადახდის ავტორიზაცია და მოგვიანებით ჩამოაჭრათ თანხა მომხმარებლებს თქვენი Braintree-ს სამართავი პანელის გამოყენებით.
ამჟამად მხარდაჭერილია მხოლოდ ბარათით გადახდები.
თქვენი მონაცემების უსაფრთხოება ჩვენი პრიორიტეტია. როგორც Jotform, ასევე Braintree არის PCI DSS დონე I შესაბამისი, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ უსაფრთხოდ მიიღოთ ონლაინ გადახდები. დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ JotForm-ის უსაფრთხოების გვერდს.
დიახ, Jotform-ის ფორმები არის მობილურზე მორგებული. არ აქვს მნიშვნელობა იყენებ ფორმას დესკტოპ ან მობილურ მოწყობილობაში, ის მშვენივრად მოერგებას მას. თქვენ მარტივად შეგიძლიათ შექმნათ ფორმა ნოლიდან ან ისარგებლოთ ათასობით ხელმისაწვდომი ფორმის შაბლონით.