იხილეთ 2Checkout-ის შესახებ ხშირად დასმული კითხვები და მიიღეთ პასუხები მომენტალურად. ან დაუკავშირდით ჩვენს 24/7 მხარდაჭერის გუნდს!
2Checkout არის ელექტრონული გადახდის სერვისი, რომელიც დაარსდა 2000 წელს და საშუალებას აძლევს კომერციულ და სავაჭრო დაწესებულებებს მიიღონ ონლაინ საკრედიტო ბარათის გადახდები როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მომხმარებლებისგან.
თქვენ შეგიძლიათ იხილოთ დეტალური ინსტრუქცია ჩვენს მომხმარებლის გიდზე: როგორ დავაკავშირო ფორმა 2checkout-ის (ახლა უკვე Verifone) ინტეგრაციას.
Verifone ხელმისაწვდომია 200-ზე მეტ ქვეყანაში. თქვენ შეგიძლიათ მოცემულ ლინკზე იხილოთ Verifone-ს მიერ ამჟამად მხარდაჭერილი ქვეყნების სია.
თქვენ შეგიძლიათ:
Verifone-ის მიერ მხარდაჭერილია 45-ზე მეტი გადახდის მეთოდი - სტანდარტული საკრედიტო/სადებეტო ბარათებით და PayPal-ით დაწყებული, რეგიონალური გადახდის მეთოდებითა და ონლაინ საფულეებით დამთავრებული - თქვენ მიერ არჩეული პაკეტის შესაბამისად. იხილეთ Verifone გადახდის მეთოდების სრული სია.
No, Jotform does not collect any additional transaction fees to integrate with Verifone payment.
დიახ, გადახდები დაცულია უმაღლესი სტანდარტებით. როგორც Jotform, ასევე Verifone არის PCI DSS სერვისის მიმწოდებლის დონე I-ის შესაბამისი, ასე რომ უსაფრთხოდ შეძლებთ ონლაინ გადახდების დამუშავებას. დამატებითი დეტალები იხილეთ Jotform-ის უსაფრთხოების პოლიტიკის გვერდზე.
არა, თქვენ არ შეგიძლიათ თანხის დაბრუნება JotForm-ის გამოყენებით. თქვენ შეგიძლიათ მარტივად იხილოთ ტრანზაქციები და დაუბრუნოთ თანხა მომხმარებლებს თქვენი 2Checkout-ის ანგარიშის სამართავი პანელიდან.
დიახ, ლაივ ვერსიის გამოყენებამდე, თქვენ შეგიძლიათ გატესტოთ ფორმა სენდბოქსის რეჟიმში, ფიქტიური საკრედიტო ბარათის ინფორმაციის გამოყენებით.
გაიგეთ თუ როგორ შეგიძლიათ დაამტკიცოთ თქვენი Verifone ანგარიში დროფშიფინგისათვის მოცემულ ვიდეოში.
2Checkout იღებს საკომისიოს ყოველი წარმატებული ტრანზაქციიდან: 2.4%-3.9% + 30¢-45¢, გამყიდველის ქვეყნის, დარგის და ბიზნეს მოდელის შესაბამისად. ადგილობრივ ვალუტაზე გადაყვანის საკომისიო საშუალოდ შეადგენს 2-5 პროცენტს.